USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაზარზე ჩვენი ნიშა გვაქვს, სრულიად ნატურალურ პროდუქტს ვაწარმოებთ -  Handy Candy

ბაზარზე ჩვენი ნიშა გვაქვს, სრულიად ნატურალურ პროდუქტს ვაწარმოებთ - Handy Candy

2024-03-27 16:12:00

ქართული წარმოების, ახალი პროდუქტი ხელნაკეთი კანფეტი Handy Candy ადგილობრივ ბაზარზე 2023 წლის სექტემბრიდან გამოჩნდა.

კომპანიის დამფუძნებელი გიორგი თარხნიშვილი  Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ პრემიუმ ხარისხის არომატული და გამორჩეული გემოს კანფეტი, იაპონური ტრადიციული მეთოდით მზადდება.

„კომპანია 2022 წლის ბოლოს დაფუძნდა. პროდუქცია ბაზარზე გამოჩნდა 2023 წლის სექტემბრისთვის. ვაწარმოებთ ორი სახეობის კანფეტს, ესაა ხელნაკეთი კანფეტი და ლოლიპოპი. ბაზარზე ჩვენი მთავარი ნიშაა, ის რომ სრულიად პროდუქციას ნატურალური ინგრედიენტებისგან ვაკეთებთ. ამ ხელობის შესწავლა მოხდა ლატვიაში, რადგან საქართველოში ხელნაკეთი კანფეტის წარმოება არ იყო. შესაბამისად მათი რეცეპტითა და ტექნოლოგიით ვაწარმოებთ საქართველოში. არის ევროპული სტანდარტით დამზადებული კანფეტი და მათივე დადგენილი სტანდარტით ხდება დამზადება. ინგრედიენტები ჩამოგვაქვს გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან. სერტიფიკატების ნუსხა გვაქვს გერმანიის ლაბორატორიებიდან, რომ ეს კანფეტები არის სრულიად ნატურალური, არის gluten, gmo და alergen free, არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს“, - ამბობს გიორგი თარხნიშვილი.

Handy Candy წარმოდგენილია „ევროპროდუქტში“ ნიკორას დიდი ზომის მარკეტებში და „უნივერსამის“ ქსელში.

„რადგან კანფეტი ხელით მზადდება და არის ნატურალური, სხვა ნაწარმთან შედარებით ძვირია. ინგრედიენტების სიძვირე განაპირებს შედარებით მარალ ფასს. ჩვენი კონკურენტია ლოლიპოპია. პროდუქციის პოპულარობა და ცნობადობა იზრდება. პარტნიორებთან ერთად შპს „ქართული თემა“ ვამზადებთ მცირე შეფუთვებს, რომლის მათ სასაჩუქრე ნაკრებშია. აქედან გამომდინარე გავედით დიდ აუდიტორიაზე, ამიტომ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მცირე შეფუთვებში,  გასინჯოს და დააგემოვნოს ქართული პროდუქტი“, - ამბობს მეწარმე.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, ჯერჯერობით Handy Candy-ის ექსპორტზე გატანა არ იგეგმება.

„ვგეგმავთ წარმოების გაზრდას და 2026 წლიდან ვიფიქრებთ ექსპორტზე, რადგან ეს არ არის მარტივი და ხელნაკეთი კანფეტის ტრანსპორტირებისას საჭიროა ტემპერატურული ციკლის შენარჩუნება. ჩვენი პროდუქცის პოპულარობა იზრდება. ვგეგმავთ სხვადასხვა გრამაჟით გამოშვებას. შესაძლოა, ბრენდული ცვლილებებიც განხორციელდეს, თუმცა კანფეტი იგივე დარჩება“, - ამბობს მეწარმე.

Handy Candy-ის საწარმო მდებარეობს ვარკეთილში და 7 ადამიანია დასაქმებული

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები