USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ბარბალეს მარანი“ ტურიზმის ბიზნესში შედის

„ბარბალეს მარანი“ ტურიზმის ბიზნესში შედის

2024-07-20 21:40:00

„ბარბალეს მარნის“ მფლობელი ზვიად კორძაძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ მცირე საოჯახო მარანი ტურიზმის ბიზნესში შესვლას გეგმავს. მეწარმის ინფორმაციით, უკვე შეისყიდეს მიწა უჯარმაში და სამშენებლო სამუშაოებიც მიმდინარეობს.

„უჯარმაში, გადავიტანთ მარანს და ვენახის ნაწილს გავაშენებთ. ვაპირებთ ტურიზმის ბიზნესში შესვლას, უკვე მიმდინარეობს კოტეჯების მშენებლობა, რაც კოლერაციაში იქნება ღვინის მარანთან. 5 კოტეჯს ვაშენებთ. გვექნება ტურისტული აქტივობები კომპლექსურად მარანთან და მცირე შატოსთან. კოტეჯების მშენებლობა 2-3 თვეში დასრულდება. რაც შეეხება ვენახის გაშენებასა და მარნის მშენებლობას მომდევნო 2-3 წელი დასჭირდება“, - ამბობს ზვიად კორძაძე.

ჯამურად, პროექტში „ბარბალეს მარნის“ მფლობელის პირადმა და სახელმწიფო ინვესტიციამ 1 მილიონი ლარი შეადგინა.

„კოტეჯებს რაც შეეხება, უჯარმა მაღალმთიანია დასახლებაა და შესაბამისად მოვამზადეთ პროექტი და მივიღეთ სახელმწიფო დაფინანსება. ჯამური ინვესტიცია 1 მილიონი ლარია“, - ამბობს ზვიად კორძაძე.

„ბარბალეს მარანი“ ადგილობრივ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს. ფერმერებისგან შესყიდული ყურძნით აწარმოებენ ოცხანურს, ციცქას, ცოლიკაურს, კრახუნასა და საფერავს. ღვინო იყიდება ადგილობრივ ბაზარზე და გადის ექსპორტზეც. მცირე მარნის წარმოება წლიურად 10 000 ბოთლია.

„ბარბალეს მარანი“ მდებარეობს თბილისში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, ხოლო მეწარმე შინდისში ფლობს მცირე წარმოებას.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები