USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არ უნდა გვეშინოდეს, რომ C ჰეპატიტის პროექტი აშშ-თან პარტნიორობის შეჩერების გამო შეწყდება, ამერიკულ კომპანიასთან კონტრაქტი 2026 წლამდეა - ამირან გამყრელიძე

არ უნდა გვეშინოდეს, რომ C ჰეპატიტის პროექტი აშშ-თან პარტნიორობის შეჩერების გამო შეწყდება, ამერიკულ კომპანიასთან კონტრაქტი 2026 წლამდეა - ამირან გამყრელიძე

2024-12-04 14:46:00

C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით ამერიკულ კომპანია „გილიადთან“ კონტრაქტი 2026 წლამდეა ძალაში - სახელმწიფოს შეუძლია 2026 წლიდან C ჰეპატიტის წამალი, რომელიც 200-300 დოლარის ფარგლებშია თავად შეიძინოს,- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორული ურთიერთობების გაწყვეტამ, შესაძლოა, ისეთი პროექტის შეწყვეტა გამოიწვიოს, როგორიც არის C ჰეპატიტის ელიმინაცია.

როგორც ამირან გამყრელიძე „ინტერპრესნიუსთან“ განმარტავს, მოსახლეობას არ უნდა ეშინოდეს, რომ ეს პროექტი აღნიშნული მიზეზის გამო შეწყდება.

„რაც შეეხება C ჰეპატიტის პროგრამას, კონტრაქტია „გილიადთან“, რომელიც დიდი საერთაშორისო კერძო ფარმაცევტული კომპანიაა. ეს კონტრაქტი 2026 წლამდეა ძალაში. არ მგონია, აღნიშნულ პერიოდში ავადმყოფებისთვის წამლის მიწოდებაში, რომელსაც გვაწვდის „გილიადი“ პრობლემა შეიქმნას.

2026 წლიდან არ ვიცი რა მდგომარეობა იქნება. თუ არ გაგრძელდა, სახელმწიფოს ისე არ უჭირს, რომ თავისთავზე არ აიღოს. სახელმწიფოს შეუძლია 2026 წლიდან C ჰეპატიტის წამალი, რომელიც 200-300 დოლარის ფარგლებშია შეიძინოს. მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს საშიშროება, რომ ეს პროექტი ამ მიზეზის გამო შეწყდება. მეორე ნაწილს სახელმწიფო აფინანსებდა, ეს არის გამოკვლევები, სკრინინგი, სწრაფი ტესტები, სხვა საგანმანათლებლო პროექტები“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები