USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ანემონე“ მომხმარებლებს მალე ქოთნის მცენარეებთან ერთად თაიგულებსაც შესთავაზებს

„ანემონე“ მომხმარებლებს მალე ქოთნის მცენარეებთან ერთად თაიგულებსაც შესთავაზებს

2023-09-01 22:30:00

ცოცხალი მცენარეების მაღაზია-სალონი Anemone • ანემონე სერვისს აფართოებს და მომხმარებლებს მალე მცენარეებთან ერთად თაიგულებს შესთავაზებს. 6 წელია, რაც ,,ანემონე“ ქვეყანაში ამკვიდრებს მცენარეების ქოთნით ჩუქების კულტურას - სწორედ ეს წარმოადგენს კომპანიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ანი არველაძე Business Insider Georgia -ამბობს, „ანემონეს" გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს მწვანე და ჯანსაღი გარემოს შექმნაში, ამიტომ მუდმივად ცდილობს საინტერესო და ღირებული პროექტების შექმნას.

„ეკომეგობრული კომპანია ვართ, რაც გამოგვარჩევს. „ანემონემ" საქართველოს ბაზარზე მცენარეების ქოთნით ჩუქების ტრადიცია დაამკვიდრა, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოთ მწვანე და ჯანსაღი გარემოს შექმნაში, ამიტომ მუდმივად ვცდილობთ საინტერესო და ღირებული პროექტების განვითარებას. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ჩვენს მომხმარებელს მცენარეებთან ერთად თაიგულები შევთავაზოთ, რაც ყველა სეზონზე უფრო მრავალფეროვანსა და ფერადს გახდის ჩვენს სივრცეს.

გარდა ამისა, ხშირად ვცდილობთ თავად ვიყოთ სიახლის ავტორები, ან უკვე არსებულ გამოწვევებში ჩავერთოთ და საკუთარი წვლილი შევიტანოთ. ასევე, ვცდილობთ სივრცე, რომელსაც მოიცავს „ანემონე“ იყოს მუდმივად საინტერესო, გამორჩეული, მყუდრო და მშვიდი. ვფიქრობთ, სივრცე, რომელსაც ამ დროის მანძილზე ვქმნიდით, ასევე გამორჩეული და დღესდღეობით განსაკუთრებულია ქართულ რეალობაში", - აცხადებს ანი არველაძე.

,,ანემონეს" მცენარეები გამოირჩევა იმითაც, რომ მრავალფეროვანია და ყველა სეგმენტისთვის არის ხელმისაწვდომი. ,,ანემონეში შეხვდებით მცენარეებს, რომლის ფასი სამი ლარიდან იწყება, შესაბამისად ვფიქრობთ, ხელმისაწვდომია ყველა სეგმენტისთვის. ძალიან გვახარეს ის ფაქტი, რომ მცენარეებზე მოთხოვნა ყოველ წლიურად საგრძნობლად იმატებს, ვუმეგობრდებით ახალ კომპანიებს, რომლებიც კორპორაციულ საჩუქრად ირჩევენ მცენარეს. ჩვენი მომხმარებელი არის ყველა ასაკის წარმომადგენელი. განსაკუთრებით ვმეგობრობთ ბავშვებთან, რომლებიც კარგად იაზრებენ მცენარეებთან ურთიერთობის ღირებულებებს", - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

რაც შეეხება სექტორის გამოწვევას, ანი არველაძის თქმით, პერიოდულად მომწოდებლებს აქვთ სტაბილური დისტრიბუციის პრობლემა, რამაც შესაძლოა, ბაზარზე ამა თუ იმ სახეობის მცენარეზე დეფიციტი გამოიწვიოს. მცენარეების იმპორტი ძირითადად ჰოლანდიიდან და თურქეთიდან ხორციელდება, ასევე ყვავილების ცნობილი მაღაზია-სალონი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ სათბურებთან.

„ანემონეში“ 250-მდე სხვადასხვა სახეობის მცენარეა. კოლექცია მუდმივად განიცდის განახლებას. ამ ეტაპზე კომპანიაში 7 ადამიანია დასაქმებული.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები