USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

2024-10-25 10:43:00

მსოფლიო ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა, რაც დასტურია იმისა, რომ საქართველოში ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. გიორგი აბაშიშვილმა ანაკლიის პორტზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის ინფრასტრუქტურული მშენებლობის ნაწილიც მიმდინარე კვირიდან დაიწყო. 

„დღეს ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე მეტად აქტუალური იყო. თუმცა პირველ რიგში მინდა ვისაუბრო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე. მსოფლიო ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. რაც კიდევ ერთხელ დასტურია იმისა, რომ საქართველოში ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება. იმავდროულად, მათ შორის საქართველოს მთავრობასაც მოუწია, პოზიტიური ნიშნით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გადახედვა. ეს ყველაფერი კი ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას და რომ რეფორმები სწორ მიმართულებით ვითარდება. 

საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია ზრდის მაღალი მაჩვენებლების დაფიქსირება. ანაკლიის პორტი სწორედ ის პროექტია, რომელმაც შემდგომში უნდა უზრუნველყოს მეტი ეკონომიკური ზრდა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველ გემებს 2029 წელს მიიღებს და ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზრდება. პორტის მშენებლობის პირველი ფაზა 500-მდე ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს, რაც სოციალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, შუა დერეფნის ნაწილში ტვირთბრუნვა აუცილებლად გაიზრდება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გაზრდილ ტვირთბრუნვაზე, ბუნებრივია ინფრასტრუქტურა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისად ინფრასტრუქტურის ნაწილში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება“, - განაცხადა აბაშიშვილმა. 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები