USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში - „მეტროპოლ ბაგების“ მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში - „მეტროპოლ ბაგების“ მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

2024-08-02 12:50:00

ვაკისა და წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებში, ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი მალე მობინადრეებით შეივსება. მეტროპოლ ბაგების მშენებლობის დასრულებამდე ბოლო დეტალები რჩება. მესაკუთრეები ბინებს 2025 წლის დასაწყისში ჩაიბარებენ.

14-სართულიანი შენობა ვაკეში, წყნეთისა და ნაფეტვრების სიახლოვეს მდებარეობს. ეს ადგილი ქალაქში ეკოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ზონად მიიჩნევა. პროექტირების ეტაპზევე გათვალისწინებული განლაგება, მზის ბუნებრივ სინათლეზე აქცენტით, მობინადრეებისთვის კიდევ ერთი უპირატესობაა. პირველ რიგში, იქმნება ჯანმრთელობისათვის ხელსაყრელი გარემო და ამასთანავე, მნიშვნელოვნად მცირდება ელექტროენერგიის დანახარჯები.

კომპლექსი დასკვნით ფაზაშია და ბინების ჩაბარებამდე რამდენიმე თვე რჩება.

ატო მაჩაბელი, მეტროპოლის საოპერაციო დირექტორი: მოხარულები ვართ, რომ სულ მალე ჩვენი მესაკუთრეები თავიანთ ბინებს ჩაიბარებენ. საბოლოო დასრულებამდე რამდენიმე კომპონენტი რჩება. ამ დროისათვის მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. შენობის გარკვეული ნაწილი ვიტრაჟულია, რასაც შუშის ღია აივნები ემატება.

ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მალე დამთავრდება შიდა კომუნიკაციების და უსაფრთხოების სისტემების მონტაჟიც. ასე რომ, მობინადრეები ძალიან მალე შესახლდებიან კუთვნილ ბინებში, რომლებიც ერთად ჩავიფიქრეთ და შემდეგ რეალობად ვაქციეთ. ბინებს, დაპირებისამებრ, 2025 წლის დასაწყისში ჩავაბარებთ თეთრი კარკასის მდგომარეობით. გვეამაყება, რომ, ჩვენი სხვა პროექტების მსგავსად, მეტროპოლ ბაგებიც“ გამორჩეულია თავისი განსაკუთრებული მდებარეობით, თანამედროვე არქიტექტურით, მშენებლობის მაღალი ხარისხით და კომფორტული ბინებით. იმედი გვაქვს, ამას მალე ჩვენი მობინადრეებიც დაადასტურებენ“.

14-სართულიან შენობაში, სულ, 96 ბინაა განთავსებული. ფართი 54.2 2-ით იწყება, მაქსიმუმი 107.5 -ია,ჭერის სიმაღლე კი - 3 მ. საცხოვრებელი კორპუსის პირველი და მეორე სართული კომერციულ და საოფისე ინფრასტრუქტურას ეთმობა. მიწისქვეშ მოწყობილია თანამედროვე ავტოსადგომი. მეტროპოლ ბაგების“ მცხოვრებლები თანამედროვე, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით გამორჩეული KONE-ს ბრენდის ლიფტით ისარგებლებენ. შენობა სრულად აღიჭურვება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით, მათ შორის ჰოლი, დერეფნები, კიბე და კიბის უჯრედები.

მეტროპოლ ბაგები სამშენებლო ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებით დაიგეგმა, რომლის მთავარი პრიორიტეტი ენერგოეფექტურობა, ჭკვიანი სახლის სისტემა, თანამედროვე სამშენებლო მასალები და უსაფრთხოების მაქსიმალური მონიტორინგია.

ეკოლოგიურად სუფთა და გამძლე მასალების გამოყენებით, საცხოვრებელი კორპუსი საიმედო,მონლითური ჩარჩოს მშენებლობის ტექნოლოგიით აშენდა. ისევე როგორც მეტროპოლის სხვა პროექტებში, ამ შემთხვევაშიც  გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობის კომპონენტი. სწორედ ახლა მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსის ქვაბამბით დათბუნება. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მასალა, რომელიც მაქსიმალურად იცავს გარე კლიმატისაგან, ეკოლოგიურად სუფთაა და არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს.

უკვე დაწყებულია და ამ დროისათვის აქტიურად სრულდება შიდა სამუშაოებიც. შეირჩა პემზა ბლოკი, რომელიც ბინაში მეტ კომფორტსა და სიმყუდროვეს ქმნის. პარალელურად, შიდა კედლები პერლიტისშემცველი მასალით ილესება, რომელიც, თავის მხრივ, თბოგამტარიანობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მაქსიმალურად ახშობს ხმაურს.

საცხოვრებელ ფართებს მობინადრეები თეთრი კარკასის მდგომარეობით იბარებენ. ეს გულისხმობს შემდეგს: მოჭიმულ იატაკს, გალესილ კედლებს, შიდა ტიხრებს, ყინვაგამძლე კერამიკული ფილებით მოპიკეთებულ აივანს, ლითონის შესასვლელ კარს, ალუმინის ფანჯრებისა და აივნის კარების მონტაჟს, შიდა კომუნიკაციებს (ელექტროენერგია, გაზი და წყალმომარაგება).  

რაც შეეხება გარე ტერიტორიას, ფუნქციურად დაიტვირთა ეზო. კეთილმოწყობილ, გამწვანებულ სივრცეში განსაკურებული ადგილი უჭირავს საბავშვო სათამაშო მოედანსა და მოსასვენებელ სკვერებს. ეზოს შესასვლელი კი ბარიერით არის აღჭურვილი. ამასთანავე, მთელი პერიმეტრი 24 საათის განმავლობაშიკამერებით გაკონტროლდება. მრავალფუნქციური კომპლექსის სიახლოვეს მდებარე კომერციული თუ სოციალიზაციის სივრცეები კი ცხოვრებისათვის კიდევ უფრო მეტ კომფორტს ქმნის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მეტროპოლ ბაგები“ კარგად განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მქონე უბანში მდებარეობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება ერთი წუთის სავალზეა. იქიდან კი დედაქალაქის ცენტრლურ მოედანზე მისასვლელად მუნიციპალური ავტობუსით მხოლოდ 25 წუთია საჭირო. აღსანიშნავია ისიც, რომ ენობა ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდთან ახლოს მდებარეობს. 

ერთ-ერთ ყველაზე სანდო დეველოპერს, მეტროპოლს თბილისში ამ დროისათვის, მეტროპოლ ბაგებისგარდა, კიდევ ერთი პროექტი აქვს. დედაქალაქში ყველაზე დიდი გამწვანებით, კომპანია მასშტაბურ კომპლექსს ქავთარაძის ქუჩაზე აშენებს. ორი 25-სართულიანი კორპუსი ერთი ჰექტარი სარეკრეაციო ზონით იქნება გარშემორტყმული, სადაც კომფორტული ცხოვრებისათვის საჭირო ყველა დეტალია გათვალიწინებული. 

მეტროპოლის ფოკუსშია ბათუმიც, სადაც დეველოპერი რამდენიმე პროექტს ახორციელებს. მეტროპოლ კუბი და მეტროპოლ ოვალი, სადაც 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება, 2027 წელს დასრულდება. ამავე წელს ჩაბარდება საცხოვრებელი კომპლექსი პარალელი“, რომელიც ასევე ზღვისპირა ქალაქს შეემატება. 

უახლოეს გეგმებშია კიდევ 2 პროექტის დაწყება. ორთაჭალაში მეტროპოლი მრავალფუნქციური საცხოვრებელი სივრცის აშენებას იწყებს. კომპანია გეგმავს სააგარაკე  პროექტის მშენებლობას შინდისში, სადაც დუბაის წამყვანი დეველოპერების პრაქტიკის გათვალისწინებით, სრულიად განსხვავებული საცხვრებელი სივრცეები შეიქმნება. შინდისის პროექტის მთავარი კონცეფცია მსოფლიოში აპრობირებული, თანამედროვე და კომფორტული კომპლექსის სტანდარტებზე იქნება მორგებული.  

---

„მეტროპოლის“ შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ხუთ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგებისა“ და „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე იწყება ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები