გიზიარებთ ბლოგს: Adobe Systems Inc (ADBE)-მა აქციების ფასის საგრძნობი ზრდა 3 თვის განმავლობაში 31%-იანი მატებით დააფიქსირა. აღმასვლა ივნისის თვეში შემოსავლების შთამბეჭდავი ანგარიშის წარდგენის შემდეგ დაიწყო, რომელიც Adobe-ს ხელოვნური ინტელექტის პროდუქტებზე მაღალ მოთხოვნას უსვამდა ხაზს.
ანალიტიკოსების ვარაუდით, Adobe Systems Inc (ADBE)-ის მოგება ფისკალურ წელს სავარაუდოდ 13%-ით გაიზრდება. მანამდე კი, Adobe Systems Inc (ADBE) მოგების შესახებ მომდევნო ანგარიშს 2024 წლის 12 სექტემბერს გამოაქვეყნებს. ექსპერტები ელიან, რომ მოგება ერთ აქციაზე $4,53-ის ფარგლებში იქნება, რაც წინა წელთან შედარებით 10,76%-იან ზრდას ასახავს. რაც შეეხება შემოსავლის პროგნოზს, ის $5,37 მილიარდია და გასული წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, 9,72%-იან მატებას აჩვენებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ივნისში Adobe Systems Inc (ADBE)-ის აქციების ფასმა, 2020 წლის მარტიდან მოყოლებული, ყველაზე დიდი ზრდა შეძლო. როგორც აღმასრულებელმა დირექტორმა შანტანუ ნარაიენმა მიიჩნია, ძლიერი შედეგები Adobe's Creative Cloud-ის, Document Cloud-ისა და Experience Cloud-ის ზრდასთან ერთად, სწორედ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მიღწეულმა რეზულტატმა განაპირობა.
12 სექტემბერს ჩანიშნული მნიშვნელოვანი თარიღის გარდა, Adobe Systems Inc (ADBE)-მა კალენდარზე 14 სექტემბერიც მოინიშნა და დაანონსა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობასთან კითხვა-პასუხის სესიას, Adobe MAX 2024-ზე, მაიამიში გამართავს. ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია Adobe Investor Relations-ის საიტზე გაეშვება, ხოლო ჩანაწერი, მასთან დაკავშირებულ მასალებთან ერთად, ასევე ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.
Adobe Systems Inc (ADBE)-ის აქციების შეძენას შეძლებ აქ.
*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება