7 ნოემბერი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მეფის, დიდი სამხედრო სტრატეგისა და ეპოქის განთქმული რეფორმატორის, ერეკლე II - ის დაბადების დღეა!
მისი მეფობის პერიოდში გაერთიანდა ქართლ-კახეთი, თბილისი კი ამიერკავკასიის პოლიტიკურ, კულტურულ და სავაჭრო ცენტრად იქცა.
მეფე ერეკლეს სახელს უკავშირდება ვახტანგ VI-ის მიერ დაარსებული #ზარაფხანის განახლება, სადაც ვერცხლისა და სპილენძის ფული იჭრებოდა.
1749 წელს თბილისში ერეკლე II - მ აღადგინა სტამბა. ერეკლეს სტამბა 1802 წლამდე არსებობდა და მასში 28 დასახელების წიგნი დაიბეჭდა.
მრავალჯერ ბრძოლაგადატანილი „პატარა კახის“ სახელი ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოა. აღსანიშნავია, რომ გეორგიევსკსის ტრაქტატამდე ცოტა ხნით ადრე, ის აქტიურად ცდილობდა ევროპულ სახელმწიფოებთან პოლიტიკური თუ სამხედრო კავშირების დამყარებას.
ეროვნულმა ბანკმა ერეკლე II - ის 300 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საკოლექციო მონეტები გამოუშვა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება