USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
6 საინტერესო ფაქტი ფორმულა 1-ის შესახებ, რომელიც მის გულშემატკივრად გაქცევთ

6 საინტერესო ფაქტი ფორმულა 1-ის შესახებ, რომელიც მის გულშემატკივრად გაქცევთ

2024-07-28 09:58:00

გიზიარებთ ბლოგს:  სისწრაფე, ადრენალინი და დაუვიწყარი სანახაობა — ფორმულა 1 ავტორბოლის ყველაზე პრესტიჟული სპორტია, რომელიც მსოფლიოს უამრავ ქვეყანასა და მილიონობით გულშემატკივარს აერთიანებს. გამარჯვების მოსაპოვებლად პილოტები და გუნდები ყოველწლიურად დაუღალავად შრომობენ და რისკავენ თავიანთ სიცოცხლეს. ამ საუცხოო სანახაობას კი ყოველ ჯერზე სულ უფრო მეტი ადამიანი ადევნებს თვალს.

ფორმულა 1-ის პოპულარულობა თანდათანობით საქართველოშიც იზრდება. ამ სტატიაში 6 საინტერესო ფაქტს გაგიზიარებთ, რომელიც ფორმულა 1-ის გულშემატკივრად გაქცევთ:

1. რას ნიშნავს ფორმულა 1?

სიტყვა “ფორმულა” იმ წესების ერთობლიობას გულისხმობს, რომელიც ყველა მონაწილემ უნდა დაიცვას. ეს წესები ეხება ბოლიდის დიზაინს, ძრავის ზომას და ნებისმიერ სხვა დეტალს, რომელთა ერთიანობაც ფორმულა 1-ს ქმნის. სახელწოდებაში ციფრი “1” კი პირველობასა და მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

2. ფორმულა 1-ის პირველი ჩემპიონატი მე-20 საუკუნეში ჩატარდა

მიუხედავად იმისა, რომ რბოლები მე-19 საუკუნეშიც იმართებოდა, ფორმულა 1-ის პირველი ჩემპიონატი 1950 წლის 13 მაისს, გაერთიანებულ სამეფოში ჩატარდა. პირველი სპორტსმენი კი, ვინც ფორმულა 1-ის გრან პრი მოიგო, იტალიელი ავტომრბოლელი ჯუზეპე ფარინა გახდა.

3. ვინ არიან ფორმულა 1-ის ყველაზე წარმატებული მრბოლელები?

ფორმულა 1 უამრავ წარმატებულ მრბოლელს აერთიანებს, რომლებმაც სპორტში სახელი სხვადასხვა დამსახურებითა თუ გამარჯვებით დაიმკვიდრეს. ბოლო მონაცემებით, ჩემპიონის ტიტულების ოდენობით ლუის ჰემილტონი და მიხაელ შუმახერი ლიდერობენ. ორივე მათგანი მსოფლიო ჩემპიონი შვიდჯერ გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლუის ჰემილტონი მოგებული რბოლების რაოდენობით მსოფლიოში პირველია.

4. 2024 წლის სეზონზე რბოლების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდება

2024 წელს რეკორდული რაოდენობის — ჯამში 24 რბოლა გაიმართება. წლის პირველი რბოლა თებერვლის ბოლოს ბაჰრეინში დაიწყო, ბოლო გრან პრი კი დეკემბერში აბუ-დაბიში ჩატარდება.

5. ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი რბოლა 2011 წელს გაიმართა

2011 წელს კანადაში გამართული რბოლა ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა და 4 საათი, 4 წუთი და 39 წამი გაგრძელდა. ფორმულა 1-ის რბოლის ხანგრძლივობა უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ჩვეულებრივ, დაახლოებით 2 საათს გრძელდება ხოლმე.

6. სად შეგიძლიათ უყუროთ ფორმულა 1-ს?

მიუხედავად იმისა, რომ ფორმულა 1-ის რბოლის ნახვას ონლაინაც მოახერხებთ, რბოლაზე პირადად დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის დაუვიწყარი გამოცდილება იქნება, რომლის მიღებაც SOLO-სთან ერთად შეგიძლიათ.

SOLO მომხმარებლებს მილანის 5-დღიან ტურს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც, იტალიის ულამაზესი ქალაქის დათვალიერებასთან ერთად, გექნებათ შესაძლებლობა დაესწროთ Monza Formula 1-ის თავისუფალ პრაქტიკას, კვალიფიკაციას და უშუალოდ რბოლას

SOLO-ს ექკლუზიური ტური 29 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ტური ავიაბილეთს, ბარგს, გრან პრიზე დასასწრებ ბილეთებს, სასტუმროს, დაზღვევასა და სხვა ხარჯებს მოიცავს. ტურის დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქდამატებითი ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ პირად ბანკირს დაუკავშირდეთ ან მოგვწერეთ მეილზე – hobby@solo.ge

იმოგზაურეთ ფორმულა 1-ის საოცარ სამყაროში SOLO-სთან ერთად.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები