გიზიარებთ ბლოგს: ველი პროდუქტის განთავსებისას, ყოველთვის ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესს, რის გამოც ნივთების ასორტიმენტი ყოველდღიურად იზრდება და კომპლექტდება ხარისხიანი პროდუქტებით. აქ სხვა ნივთებთან ერთად, ასევე, მარტივად იპოვი პროდუქტებს, რომლებიც დაგეხმარება იზრუნო მცენარეებზე ზაფხულში.
ზაფხული საქართველოს დიდ ნაწილში განსაკუთრებით მშრალი და ცხელია, რაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს მცენარეებისთვის. თბილისში ტემპერატურა ხშირად 35°C-ს აჭარბებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ის კიდევ უფრო მაღალია. ასეთ პირობებში მცენარეების მოვლა განსაკუთრებულ ყურადღებას და ცოდნას მოითხოვს.
ამასთანავე, განსხვავდება წყლის მჟავიანობა საქართველოს რეგიონების მიხედვით. მაგალითად, კახეთში ნიადაგი უფრო ტუტე ხასიათისაა, რაც გავლენას ახდენს მცენარეების კვებაზე. სწორედ ამიტომ, აუცილებელია იცოდე, როგორ მოუარო მცენარეებს ამ უნიკალურ პირობებში.
მორწყვა სასურველია ადრე დილით ან გვიან საღამოს, როცა მზე არ აცხუნებს. ასევე, საჭიროა ნიადაგში წყლის ღრმად შეყვანა ზედაპირული მორწყვის ნაცვლად. ამასთანავე, ნიადაგის ტენიანობის შესანარჩუნებლად სასურველია პერლიტის გამოყენება.
Mica Decorations მრავალფუნქციურ და ინოვაციურ ნივთებს ქმნის, რომლებიც უმაღლესი ხარისხის მასალებისგან არის დამზადებული. მცენარეებისთვის შესანიშნავი არჩევანი იქნება Mica Decorations-ის სარწყავი.
Mica Decorations-ის მომხიბლავი დიზაინის სარწყავი განკუთვნილია ბაღისთვის ან სახლის მცენარეებისთვის და იდეალურია მცენარეების მოყვარული ადამიანებისთვის. ამ სარწყავით თავიდან აირიდებ მცენარეების დეჰიდრატაციას.
ხოლო, მორწყვის შემდეგ ტენიანობის შესანარჩუნებლად შეგიძლია Kikkerland-ის სარწყავი ქვა გამოიყენო. მისი მეშვეობით მცენარეები ყოველთვის იდეალურად მორწყული იქნება. Kikkerland-ის ეს სარწყავი ქვა 3-4 დღის განმავლობაში ნელ-ნელა უშვებს წყალს მცენარეში და ეს ნივთი სასარგებლო დანამატი იქნება ნებისმიერი მებაღისთვის.
კიდევ ერთი შესანიშნავი საშუალება ტენიანობის შენარჩუნებისთვის პერლიტი იქნება. პერლიტი არის ვულკანური მინა – მაგრამ არა ნებისმიერი ტიპის ვულკანური მინა. ის წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ობსიდიანი წყალს აკავშირებს და უნიკალურ ვულკანურ შუშას ქმნის წყლის მაღალი შემცველობით. სითბოსთან რეაქციის შედეგად იგი იფურჩქნება პატარა თეთრ ბურთულებად. პერლიტის პატარა თეთრ ბურთულებს ქოთნის ნიადაგში ურევენ, რათა ხელი შეეწყოს ნიადაგის აერაციას და წყლის შეკავებას. ის ინარჩუნებს წყალს, ასევე ჰაერს პატარა ბურთულების ზედაპირზე და მათ შორის სივრცეებში.
იმის გამო, რომ ის ძალიან ფოროვანია, პერლიტი ზედმეტი წყლის სწრაფად გადინების საშუალებას იძლევა. მისი მთავარი თვისებაა ნიადაგის აერაციის გაუმჯობესება, უკეთესი დრენაჟის და ჟანგბადის წვდომის უზრუნველყოფა თქვენი მცენარეების ფესვებისთვის.
მისი სტერილურობიდან გამომდინარე პერლიტი თავისუფალია დაავადებებისგან, სარეველებისა და მწერებისგან.
ნიადაგისთვის აუცილებელია რეგულარული გაფხვიერება ჟანგბადის მისაწოდებლად. ასევე საჭიროა ორგანული სასუქების გამოყენება ნიადაგის გასამდიდრებლად. იმ შემთხვევაში თუ მცენარის გაზრდას აივანზე, ვერანდაზე ან ოთახში აპირებ, საუკეთესო ნიადაგი და ნაჭრის ქოთანი გჭირდება, რათა ფესვებმა ისუნთქოს და განვითარდეს. Gorilla Soil არის 100% ორგანული, პროფესიონალური ხარისხის პრემიუმ ნიადაგი, რომელსაც შერეული აქვს პერლიტი, რათა მას სინოტივე შეუნარჩუნოს.
ნიადაგი ასევე, გამდიდრებულია ტორფით, რომელიც მას ჰაეროვანს და მსუბუქს ხდის. ეს არის გროუვერებს შორის კარგად ცნობილი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სუბსტრატი, რომელიც იდეალურია შენი მცენარისთვის. გარანტირებულია საუკეთესო შედეგი. დამზადებულია პათოგენი, სარეველა და მავნებლების გარეშე.
ამასთანავე, საშინაო პირობებში მცენარისთვის ქოთნის ტიპიც უმნიშვნელოვანესია. Snake Ray-ის გროუქოთნები უზრუნველყოფენ უკეთეს აერაციას, ჟანგბადის მიწოდებასა და ტემპერატურის რეგულირებას, რათა მცენარემ გააგრძელოს ჯანსაღი ზრდა გაღვივების შემდეგ. ის უზრუნველყოფს ფესვების ყველა მიმართულებით თანაბარ ზრდას. შედეგად მცენარე უკეთესად სწვდება საკვებ ნივთიერებებს და ჰაერი უკეთ მიეწოდება.
სახლში მცენარეებისთვის, ასევე შესანიშნავი იქნება ბეტონნას ქოთნები. ბეტონნაქართულია ბრენდია, რომელიც გთავაზობს ქოთნებს – სათავსოს მცენარეებისთვის. ბეტონნას ქმნილებებისთვის გამოყენებული მასალა ბეტონია, რომელიც მშვენიერი საცხოვრისია მცენარეებისთვის და მრავალფეროვანი ნამუშევრების შექმნის საშუალებას იძლევა.
ბეტონნას – ფორმის, ფერის, ზომის და ფაქტურის მრავალფეროვნება ჰარმონიულად შეესაბამება ნებისმიერი დიზაინის ინტერიერს. მეტიც - მცენარეების სათავსოები - სახლის სილამაზისა და დახვეწილობის ნიშნულებად გადაიქცევა.
მცენარეების აუცილებელია ზედმეტი ფოთლებისა და ტოტების მოცილება ენერგიის დასაზოგად. ასევე, გამხმარი ყვავილების მოცილება ახალი ყვავილობის სტიმულირებისთვის. მცენარეების მოვლისთვის უამრავი სხვადასხვა იარაღი გჭირდება, რათა დელიკატურად იზრუნო მის სიჯანსაღეზე. Gardena-ს ეს ინსტრუმენტების ნაკრებიდაგეხმარება, მარტივად შეძლო ყვავილებისა თუ სხვა მცენარეების გადარგვა, ნიადაგის გამოცვლა და გაფხვიერება.
ნაკრები შედგება ნიადაგის სამკბილა გამაფხვიერებლისგან, პატარა ნიჩბისგან, სეკატორისა და ჯაგრისისგან.
მცენარეების მოვლისთვის კარგი საშუალება იქნება Gardena-ს ეს კომბინირებული თოხი, რომელიც იდეალური ინსტრუმენტია ნიადაგის აერაციისთვის და გამარგვლისთვის. სახელურის ნაწილი დამზადებულია რბილი პლასტმასას კომპონენტებით, რაც უზრუნველყოფს მის მოხერხებულად დაჭერას, ხოლო კაუჭისებრი დაბოლოება ხელს უშლის ნივთის ხელიდან დაცურებას. ნივთი გამოირჩევა ორმხრივი კომბინირებული გამოყენებით. ერთ მხარეს აქვს თოხის პირი მეორე მხარეს კი კბილანა.
ასევე, შესანიშნავი არჩევანი იქნება Kikkerland-ის ხელსაწყოები. Kikkerland-ის პროდუქციას ველის მომხმარებელი კარგად იცნობს. კომპანია 1980-იანი წლების ბოლოს, ჰოლანდიელი დიზაინერის - იან ვან დერ ლანდე-ს პროექტის მიხედვით ნიუ-იორკში დაარსდა. თუმცა, დღესდღეობით ბრენდი იმდენად პოპულარულია მსოფლიოში, რომ მისი ასეთი მცირეხნიანი ისტორია რთული დასაჯერებელია.
Kikkerland-ის ეს მცენარეების მოვლის ნაკრები მათთვისაა, ვინც ზრდის მცენარეებს და მათი მოვლა უყვარს. ნაკრებში დაგხვდება: თოკი, მცირე ზომის ნიჩაბი და ფოცხი.
კიდევ ერთი მოსახერხებელი და პრაქტიკული ინსტრუმენტი ამავე ბრენდის ეზოს მაკრატელი იქნება. Kikkerland-ის ეზოს მაკრატლების ნაკრებში 3 სხვადასხვა ზომის მაკრატელია მცენარეების გასხვლისა და მოვლისთვის. მაკრატლები დამზადებულია ფოლადისგან.
იმისთვის, რომ მცენარე აკურატულად გაათავისუფლო გამხმარი ფოთლებისგან ან ყვავილები შეაჭრა, საუკეთესო ხარისხის მცენარის მაკრატელი გჭირდება. Kikkerland-ის ეზოს მაკრატლების გარდა, ასევე კარგი არჩევანი იქნება Fiskars, მცენარის მაკრატელი, რომელიც კომფორტულობითა და კომპაქტურობით გამოირჩევა. მისი პატარა პირის საშუალებებით შესაძლებელია ზუსტი და ბასრი ჭრის გაკეთება ნებისმიერი დახრილობით.
გამოიყენება ყვავილებისთვის, მწვანილებისთვის, ხილისთვის, ბოსტნეულისთვის და სხვა მცენარეებისთვის. მაკრატლის ზომაა 13 x 4.6 x 2 სანტიმეტრი და დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან. რეკომენდებულია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში რეცხვა.
მცენარეების ზრდისთვის და მათი სიჯანსაღის შესანარჩუნებლად აუცილებელია ბალანსირებული სასუქების გამოყენება კვირაში ერთხელ. ასევე, თხევადი სასუქების გამოყენება მათი სწრაფი შედეგისთვის. გარდა ამისა, საკვები ნივთიერების სრულფასოვნად ათვისებისთვის მნიშვნელოვანია ნიადაგის მჟავიანობა.
საქართველოს ტერიტორიაზე წყალი ხშირად მაღალი მჟავიანობით გამოირჩევა, ხოლო ამის გამო ფესვები საკმარისად კარგად ვერ ვითარდებიან და უჭირთ ნიადაგიდან სიცოცხლისთვის აუცილებელი მიკროელემენტების ათვისება. ამიტომ, მჟავიანობის კონტროლი და რეგულირება მნიშვნელოვანია მცენარის განვითარების ყოველ ეტაპზე.
PH Test Kit არის მჟავიანობის სწრაფი, სანდო და ზუსტი საზომი საშუალება, რომელიც არ საჭიროებს ელემენტს. ნიადაგის მჟავიანობის საზომი მაქსიმუმ 30 მილილიტრზე 500 ტესტის გაკეთების საშუალებას იძლევა. ნახევრად შეავსე სინჯარა მკვებავი ხსნარით, დაამატე 3 წვეთი pH ტესტის ინდიკატორი, შეანჯღრიე და დააკვირდი მიღებულ ფერს. შეადარე ფერი დიაგრამაზე, რათა შეამოწმო ნიადაგის pH დონე.
ხოლო, იმ შემთხვევაში თუ მჟავიანობა დასაშვებ ზღვარს სცილდება, Ph Down, მჟავიანობის დამწევი უნდა გამოიყენო. ის არის მჟავიანობის მაღალი ხარისხის დამწევი ხსნარი, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს საკვები ნივთიერებების ბალანსში.
ნაზავი არ დაარღვევს აზოტისა და კალიუმის პროპორციულ ბალანსს სისტემაში და არ გამოიწვევს ზედაპირზე (მცენარის ძირთან) ნალექის წარმოქმნას. მაღალი ხარისხის მჟავიანობის მარეგულირებელი ხსნარის გამოყენება რეკომენდებულია ჰიდროფონიკაში, ქოქოსის სუბსტრატსა და ნიადაგში.
მცენარის ყვავილობისა და დამწიფების პერიოდში საუკეთესო შედეგისთვის შეგიძლია გამოიყენო Terra Aquatica-ის Tripart Bloom სასუქი. TriPart Bloom მცენარეს აწვდის საჭირო ფოსფორსა და კალიუმს, უზრუნველყოფს ფესვების ფორმირებასა და მათ სიჯანსაღეს. ხელს უწყობს მცენარის გენეტიკური პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებას ყვავილობისა და ნაყოფიერების დროს. გამოიყენეთ მეტი დოზა დამწიფებისას, ნაკლები დოზა ვეგეტაციისას. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ, რადგან TriPart საკმაოდ კონცენტრირებულია.
კიდევ ერთი შესანიშნავი პროდუქტი Kikkerland-სგან, რომელიც მცენარეების მოვლას გაგიადვილებს და მათზე ზრუნვას უფრო კომფორტულს გახდის Kikkerland-ის მებაღის დამხმარე ნაკრებია. ის აერთიანებს სამ მნიშვნელოვან დამცავ საშუალებას მებაღისთვის.
ნაკრებში შედის: სქელი სამუხლე ბალიშები, დამცავი წყალგაუმტარი სახელოები და სქელი ხელთათმანები. დაიცავი თავი სარეველებისა და ეკლიანი მცენარეებისგან.
აღმოაჩინე ველიზე მცენარის მოვლის საშუალებები. შეიძინე ყველაფერი ერთ სივრცეში და მიიღე ნივთები ადგილზე უფასო მიწოდებით დროის სასურველ მონაკვეთში.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება