USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
5 რამ, რაც საფარიში მოგზაურობაზე უნდა იცოდეთ

5 რამ, რაც საფარიში მოგზაურობაზე უნდა იცოდეთ

2024-10-06 00:18:00

გიზიარებთ ბლოგს: უკვე მოგიყევით აფრიკაში დაუვიწყარი ტურის შესახებ, რომლის ფარგლებშიც 20-მა მონაწილემ 12 დღე საფარიში იმოგზაურა და სამშობლოში დაუვიწყარი გამოცდილებითა და ემოციებით დაბრუნდა – გეოგრაფიული და კულტურული მრავალფეროვნება, ბუნება და ადგილობრივი ადამიანები, რომლებიც ერწყმიან ამ სივრცეს, მართლაც განუმეორებელ სამოგზაურო ამბებს ქმნის.

სწორედ ამ ტურიდან დაბრუნების შემდეგ გიორგი შაკაია საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გვიზიარებს 5 სამოგზაურო რჩევას, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ, თუკი ჩვენც გადავწყვეტთ საფარიში წასვლას:

კლიმატი და ჩაცმულობა

იქამდეც ვიცოდით, რომ აფრიკა ცხელი კონტინენტია, თუმცა ჩვენ ექსპედიცია იქაური ზამთრის პერიოდს დავამთვიეთ, ამიტომაც მაისურითა და მოსაცმლით, ან საექსპედიციო ჟილეტით გადავადგილდებოდით, რომელსაც ბევრი ჯიბე აქვს და მოსახერხებელია ნივთების თან წამოსაღებად. ასევე თან გვქონდა მზისგან დამცავი კრემი, სათვალე და წყლის ბოთლი – მაქსიმალურად მსუბუქად, სეზონისა და დღის მონაკვეთის გათვალისწინებით. ჩვენი მთავარი აქსესუარი იყო კამერა – საფარი ერთგვარი ფოტო-ნადირობაა, საოცნებო ადგილია მოყვარული თუ პროფესიონალი ვიდეოგრაფებისთვის.

ადგილობრივები

საფარიში ადგილობრივი მოსახლეობა საკმაოდ მეგობრულია, მათ არ უკვირთ ტურისტების სიმრავლე. საფარიში ორგანიზებული ტურები 1950-იანი წლებიდან დღემდე პოპულარულია, შესაბამისად, აქვთ კიდეც ტურისტული მომსახურების გარკვეული გამოცდილებაც. მიუხედავად მძიმე ეკონომიკური ფონისა, ადგილობრივები ძალიან მხიარულები არიან, მომსახურების სერვისიც საშუალო დონეზეა. ექსპედიციის 5 დღე ადგილობრივ გამყოლ-მძღოლებთან ერთად გავატარეთ და მათთან დამეგობრებაც მოვასწარით – დღემდე ხაზზე არიან და სულ გვკითხულობენ და მომავალშიც ელოდებიან ქართველების ახალ საექსპედიციო ჯგუფს.

უსაფრთხოება

უშუალოდ სოფლებსა და საფარიში კრიმინალის დონე დაბალია და თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდით. არცერთ სიტუაციაში თავი უხერხულად ან დაუცველად არ გვიგრძნია – მთავარი საფრთხე ბუნება, განსაკუთრებით კი მზის დარტყმაა – აუცილებელია, ყველგან კეპი ან პანამა-ქუდი გეხუროს, ჩრდილოეთის მხარეშიც კი საშიშად მწველი მზეა.

ფასები

აფრიკაში, კერძოდ კენიაში, არ არსებობს საშუალო ფენა – ან ძალიან მდიდრები არიან, ან უკიდურესად გაჭირვებულები. სასტუმროებიც მხოლოდ მაღალი ხარისხისაა, რომელიც მხოლოდ ტურისტებისთვისაა განკუთვნილი. შესაბამისად, ფასები მაღალია როგორც სასტუმროებში, ისე ტურისტულად პოპულარულ ადგილებში. სამაგიეროდ ტურისტული ზონები ძალიან უსაფრთხოა. მიღებულია ე.წ. თიფის კულტურაც ნებისმიერ მომსახურების სფეროში. ქვეყანაში არსებული კორუფციისა და ხელფასის მკაცრი დაბეგვრის გამო მომსახურე პერსონალს, ძირითადად, თიფების ხარჯზე უწევთ მუშაობა.

კულტურა

ჩვენ რადგანაც ნამყოფები ვიყავით აღმოსავლეთ აფრიკაში, უკვე გვქონდა წარმოდგენა ადგილობრივ კულტურაზე, თუმცა თითოეული ექსპედიციისას რაიმე ახალს იძენ და სულ სხვანაირად შეისწავლი მათი კულტურის ელემენტებს – ამ მოგზაურობის შემდეგ კიდევ უფრო მეტი გავიგეთ მათი კულტურის ღიაობასა და მიმღებლობაზე და გამოვცადეთ კიდეც – შევიძინეთ ახალი მეგობრები და პარტნიორები, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობთ და ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით უკან.

SOLO კვლავ აგრძელებს დაუვიწყარი სამოგზაურო ტურების მხარდაჭერასა და ორგანიზებას – უყურეთ საფარის ტურის მონაწილეების მიერ გადაღებულ უნიკალურ მასალას აქ, შემდეგ წაიკითხეთ გიორგი შაკაიას სამოგზაურო რჩევები და დაელოდეთ ახალ ექსპედიციას, რომლის მონაწილე თქვენც შეიძლება გახდეთ.  

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები