USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაესწროთ Touch Summit-ს წელს

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაესწროთ Touch Summit-ს წელს

2024-11-26 16:20:00

წლის მთავარი ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება! Touch Summit, რომელიც აერთიანებს ინდუსტრიის ლიდერებს, მეწარმეებსა და ინოვატორებს, გაიმართება 3-4 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის თეატრში. თუ გატაცებული ხართ ტექნოლოგიებით, სტარტაპებით, ბიზნესით, ხელოვნური ინტელექტით და ინოვაციებით, წარმოგიდგენთ 5 მნიშვნელოვან მიზეზს, თუ რატომ უნდა დაესწროთ TOUCH24-ს წელს.

1. ინდუსტრიის ლიდერებთან შეხვედრის შესაძლებლობა 

TOUCH24 უნიკალურ შანსს გაძლევთ ისწავლოთ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში დასაქმებული წარმატებული ადამიანებისგან. ღონისძიებაზე 60-ზე მეტი საერთაშორისო სპიკერი გაგიზიარებთ გამოცდილებას, მათ შორის: Google-ის UX დირექტორი, Oculus VR-ის თანადამფუძნებელი, Spotify-ის და Typeform-ის ყოფილი დიზაინის დირექტორები და სხვა.თქვენ ასევე გექნებათ შესაძლებლობა მოუსმინოთ Meta-ს ბიზნეს სტრატეგსა და TED-ის მრავალგზის სპიკერს. ეს ექსპერტები გაგიზიარებენ საკუთარ ხედვებს წლევანდელ თემაზე, SWITCHING MINDSETS, რომელიც ფოკუსირებულია სწრაფი და ტრანსფორმაციული წარმატების მიღწევაზე.

2. ნეთვორქინგის შესაძლებლობები

10-ზე მეტი ქვეყნიდან მოსალოდნელია 1000-ზე მეტი დელეგატის დასწრება, რაც Touch Summit-ზე ნეთვორქინგის უზარმაზარ შესაძლებლობებს ქმნის. თუ თქვენ ხართ სტარტაპის დამფუძნებელი, რომელიც ინვესტორებთან დაკავშირების გზებს ეძებს, ან პროფესიონალი, რომელიც კარიერულ ზრდას ისახავს მიზნად, კონფერენციის ორივე დღეს შესაძლებლობა გექნებათ შეიძინოთ ახალი კავშირები.  გამორჩეული ნეთვორქინგ სესიები და “საიდ ღონისძიებები” საშუალებას მოგცემთ შეხვდეთ მსგავსად მოაზროვნე პროფესიონალებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

3. ვორკშოპები და პრაქტიკული სესიები

TOUCH24 მხოლოდ საკვანძო გამოსვლებზე არ არის ფოკუსირებული; აქ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება პრაქტიკულ სწავლებასაც. კონფერენციაზე გაიმართება 6 ვორკშოპ სესია, სადაც ინდუსტრიის ექსპერტები UX/UI დიზაინის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების, ბიზნეს სტრატეგიისა და ტექნოლოგიების განვითარების  მიმართულებით პრაქტიკულ სესიებს ჩაატარებენ.  ეს სესიები გათვლილია იმ ინსტრუმენტებისა და ტექნიკების შესასწავლად, რომლებიც სამომავლოდ როგორც პროფესიული ასევე, თქვენი ბიზნესის განვითარებასა და გაძლიერებაში დაგეხმარებათ.

4. სტარტაპების ფოკუსი: Pitch კონკურსი და ექსპო

სტარტაპებს წლევანდელი სამიტი უნიკალურ შანსს აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი ინოვაციური პროდუქტები. Startup Pitch კონკურსი, რომელიც Axel-თან და ჰოლანდიური Domino VC-სთან ერთად ხორციელდება,  საშუალებას მისცემს შერჩეულ სტარტაპებს, წარადგინონ თავიანთი იდეები ჟიურის წინაშე, რომელიც შედგება საერთაშორისო VC-ებისა და ანგელოზ ინვესტორებისგან.

 

სტარტაპ ექსპო გამოარჩევს  30-მდე სტარტაპს, რაც მათ საშუალებას მისცემს წარმოაჩინონ თავიანთი პროდუქცია გლობალური აუდიტორიის, ინვესტორებისა და მედიის წინაშე. დამატებით, ექსკლუზიური ნეთვორქინგ სესიები ინვესტორებთან იდეალური პლატფორმაა კაპიტალის მოზიდვისა და თქვენი სტარტაპის სწრაფად განვითარებისთვის.

5. ფანტასტიკური Afterparty და Night Touch ღონისძიება

TOUCH24 არა მხოლოდ სწავლისა და ნეთვორქინგისთვისაა განკუთვნილი — აქ გელით ასევე გართობა და ნეთვორქინგი არაფორმალურ გარემოში! სამიტის დასასრულს გაიმართება Night Touch ღონისძიება — სამიტის Afterparty, რომელიც მოიცავს მისასალმებელ სასმელებს, შესანიშნავ მუსიკას და მხიარულ ატმოსფეროს. სამიტის საბოლოო, გამორჩეული ნაწილი ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ!

თუ მზად ხართ განავრცოთ თქვენი ხედვა, მიიღოთ ახალი ცოდნა და დაუკავშირდეთ გლობალურ ლიდერებს, Touch Summit 2024 ღონისძიებაა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.

პირველი კალათის ბილეთები გაყიდვაშია სამიტის ოფიციალურ ვებგვერდზე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები