USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
30 ათასზე მეტი  სტუმარი და 424 მონაწილე - მეღვინეობის ქალაქმა  ყველაზე ხალმრავალ ფესტივალს უმასპინძლა

30 ათასზე მეტი სტუმარი და 424 მონაწილე - მეღვინეობის ქალაქმა ყველაზე ხალმრავალ ფესტივალს უმასპინძლა

2024-10-16 15:39:00

30 ათასზე მეტი  სტუმარი და 424 მონაწილე - ქართული ღვინის 8000 წლიანი ისტორია გურჯაანში კიდევ ერთხელ გაცოცხლდა.  მეღვინეობის ქალაქმა გურჯაანმა ყველაზე ხალხმრავალ ფესტივალს უმასპინძლა. 

ფესტივალის მიზანს უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოსარამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანისაბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებისპოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა წარმოადგენს. წელს ამ მოვლენას უამრავი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი სტუმრობდა. 8 წლიანი ისტორია გრძელდება - კახეთის მთავარი მოვლენა ტრადიციულად  ახტალას პარკში  მოეწყო.  

წელს, ფესტივალი 424  მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს აერთიანებდა, რომელსაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები ამშვენებდა. ღონისძიებაზე ასევე შეგეძლოთ დაგეგემოვნებინათ ქართული ჭაჭა და კონიაკიც.  წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ასევე ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ოქროსმედალოსანი ღვინოებიც, რომელთა დეგუსტაციაც საზეიმო ვითარებაში გაიმართა.

 

ფესტივალი  თავშესაქცევი, მათრობელა და სასიამოვნო მუსიკით შთაგონებული, შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში მოეწყო, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანმა შეძლ დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან  ერთად საინტერესოდ გაატარებინა.

 

გურჯაანის ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ღონისძიებაა, რომელიც მეღვინეობისმიმართულებით საქართველოში იმართება. წელს დაინტერესება მონაწილეთა მხრდანაც დიდი  იყო და ყველაზე მეტი მეღვინე დარეგისტრირდა. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა ფესტივალის 8 წლიანი ისტორიის განმავლობაში. ეს ფესტივალი არის ერთ-ერთი საინტერესო პლატფორმა, სადაც მოსულსტუმარს შეუძლია გაეცნოს, როგორც ცნობილ ღვინოებს, ასევე დააგემოვნონ დამწყები მეღვინეებისპროდუქცია. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალი ყველა სტუმრისთვის განსაკუთრებული და შთამბეჭდავია, “ - აღნიშნა  გურჯაანის ღვინის ფესტივალის კეთილი ნების ელჩმა, საქართველოს საუკეთესო სომელიემ ჯაბა ძიმისტარიშვილმა.

 

„გურჯაანის ღვინის ფესტივალზე წელს მესამედ ვმონაწილეობთ. წარმოდგენილი გვაქვს 18 დასახელების ღვინო. საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა,  თითოეულ ჩვენს  ღვინოს უამრავი ადამიანი, უამრავი უცხოეული, აფასებს და აგემოვნებს. ვფიქრობ, ეს უნიკალური შანსია შენი ღვინო გააცნო ფართო საზოგადოებას,“ - ფესტივალის მნიშვნელობაზე საუბრობს „კარდენახი 1888“ დამფუძნებელი მამუკა მახოშვილი. 

 

"ჩვენი მეღვინეობა მდებარეობს სახელგანთქმულ სოფელ კარდენახის გულში.  ჩვენი მეღვინეობა სამიღვთაებრივი ნექტარის, ადგილწარმოშობის ღვინოების კარდენახის, წარაფისა და ახოების  სამშობლოშიბინადრობს. აქ, სადაც ჩვენი ღვინოები იბადება. ყოველი ფესტივალი და ღონისძიება ჩვენთვის არისშესაძლებლობა მომხმარებელს გავაცნოთ და შევაყვაროთ ჩვენი პროდუქცია,  "-  აღნიშნავს თინათინ მიქელაძე,

 

მუსიკალური განწყობა შექმნეს სხვადასხვა შემოქმედებითმა ჯგუფებმა და მომღერლებმა:   ფესტივალს წელს მუსიკალურად  ყველასათავის საყვარელი მუსიკოსები და  მომღერლები, როგორიცაა  დათუნა სირბილაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ასევე ქართული ბენდები, როგორიცაა, „შვიდკაცა“, „ქართული ხმები“ და „უნისონი“ აფორმებდნენ. სტუმრების  განწყობაზე ადგილობრივი მუსიკოსებმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა იზრუნეს: ნათია ქოროღლიშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანი“, ლ.მუღალაშვილის სამუსიკო სკოლა, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ჰანგები“, ფოლკლორული ანსამბლი „ხარება“ დაბავშვთა ფოლკლორული გუნდი გურჯაანი. გურჯაანის ღვინის ფესტივალზე ყველასათავის ნაცნობი და საყვარელ ჰიტებიც  შეასრულეს მუსიკოსებმა კატო კვარაცხელია, ლუკა თოფურია და ნოდარიკო ხუციშვილმა, დასასრულს, ფესტივალის სტუმრების წინაშე  Dj Chinau წარსდგა.მეღვინეობა „ავანდი“.

 

ფესტივალზე, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიეღოთ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში. გურჯაანის ახტალის პარკში განლაგებულსივრცეები სტუმრების სურვილებზე იყო მორგებული. წარმოდგენილი იყო  სომელიეების შოუ და IWSC-ის ოქროს მედალოსანი ღვინოები. ასევე, მოეწყ ქართული ბაზარი, ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

„მოხარულები ვართ, რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალი წლიდან წლამდე იზრდება და ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობთ მონაწილეებისა თუ სტუმრების დიდ სიყვარულს. ეს, რა თქმა უნდა, გვახარებს, ძალას გვმატებს და ამავდროულად დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს იმისთვის, რომ ფესტივალი ყოველ ჯერზე განსხვავებული და დასამახსოვრებელი გავხადოთ ყველასთვის. დღეს ქვეყანაში გურჯაანის ღვინის ფესტივალი მონაწილეთა და სტუმართა ხალხმრავლობით გამოირჩევა.

-  ფესტივალის მნიშვნელობაზე საუბრობენ  საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები.

 

ფესტივალი ყოველ წელს იზრდება და იგი 2022 წლიდან სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით  საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორი გახდა.   

 

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2024-ის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი, ოფიციალური სპონსორი  კი - მეღვინეობა თელიანი ველი.

 

ფესტივალის სპონსორები: m², საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო,

 

ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქპატენტი, წყალი ბაკურიანი, ბორჯომი, ბოლერო, გურჯაანის ნაყინი

 

ფესტივალის პარტნიორები: IWSC ,გურჯაანის მერია და ჯეპრა

 

ფესტივალის მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი, ბიზნესი რუსთავი 2, ბიზნესპოსტი,

Ipress.ge, newsday.ge, cbw.ge, entrepreneur.com, კომერსანტი, რადიო უცნობი, Businesinsider.ge

 

 

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები