ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თურქეთსა და საქართველოს შორის ოპერირებას 4 თურქული ავიაკომპანია მოახდენს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ორ ქვეყანა შორის მგზავრთა გადაყვანას უზრუნველყოფენ: Turkish Airlines-ი, Turkish Airlines-ის შვილობილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AnadoluJet-ი, ასევე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი და SunExpress-ი.
„2023 ზაფხულის სეზონზე თურქეთის მიმართულებით სტამბოლის გარდა გვექნება ფრენები ანკარას (Pegasus – 26 მარტიდან კვირაში 2 სიხშირე, SunExpress – 05 ივნისიდან კვირაში 1 სიხშირე), იზმირის (Pegasus – 28 მარტიდან კვირაში 2 სიხშირე, SunExpress 03 ივნისიდან – კვირაში 2 სიხშირე) და ანტალიის (Pegasus – 27 მარტიდან კვირაში 4 სიხშირე, ხოლო 4 ივნისიდან კვირაში 5 სიხშირე, Sunexpress – 27 მაისიდან კვირაში 2 სიხშირე) მიმართულებებით“, – აცხადებენ TAV Georgia-ში.
კომპანიის ინფორმაციითვე, Turkish Airlines-ი სტამბოლიდან დღეში 5 რეისს შეასრულებს, მათ შორის 1 რეისს AnadoluJet-ი მოემსახურება, რეისი საბიჰა გოგჩენის აეროპორტის საშუალებით განხორციელდება.
რაც შეეხება Pegasus-ს, ავიაკომპანიას სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტიდან ექნება კვირაში 17 რეისი.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი