USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უზბეკეთი ტვირთბრუნვის გაზრდის მიზნით, საქართველოს სატრანსპორტო და სანავსადგურო პოტენციალით ინტერესდება - ეკონომიკის სამინისტრო

უზბეკეთი ტვირთბრუნვის გაზრდის მიზნით, საქართველოს სატრანსპორტო და სანავსადგურო პოტენციალით ინტერესდება - ეკონომიკის სამინისტრო

2023-02-15 21:16:34

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე აბდუსამატ მუმინოვი ხელმძღვანელობს. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. გურამ გურამიშვილმა დეტალურად ისაუბრა მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებსაც საქართველო ახორციელებს ქვეყნის სატრანსპორტო შესაძლებლობების გასაზრდელად და ე.წ. შუა სატრანსპორტო დერეფნის მეტი პოპულარიზებისთვის მსოფლიო და რეგიონული მასშტაბით. მისი თქმით, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაიზარდა ინტერესი ევროპა - აზიის ალტერნატიული დერეფნების, მათ შორის, საქართველოზე გამავალი შუა სატრანსპორტო დერეფნის მიმართაც. 

უზბეკეთის მხარემ გამოთქვა დაინტერესება საქართველოს სატრანსპორტო და სანავსადგურო პოტენციალის უფრო მეტად ათვისებისადმი ორ ქვეყანას შორის არსებული ტვირთბრუნვის გაზრდისთვის. 

შეხვედრაზე წარიმართა მოლაპარაკებები საკონტეინერო, მინერალური სასუქების და შაქრის ლერწმის გადაზიდვების გაზრდის შესახებ,  რისთვისაც დაისახა კონკრეტული ღონისძიებები. 

შეხვედრას დაესწრნენ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, საქართველოს რკინიგზის,  აგრეთვე კერძო სექტორის წარმომადგენლები. 

უზბეკეთის დელეგაცია საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით გამართავენ შეხვედრებს საზღვაო ნავსადგურების წარმომადგენლებთან.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები