თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა იანვარში 23 ტონა ოქრო იყიდა. ამის საფუძველზე თურქეთის ცენტრალური ბანკი მსოფლიოში ძვირფასი ლითონის უმსხვილესი შემსყიდველი გახდა. იტყობინება Bloomberg.
მსოფლიო ოქროს საბჭოს მონაცემებით, თურქეთში ახლა 565 ტონა ოქროა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
ჩინეთის სახალხო ბანკი და ყაზახეთის ეროვნული ბანკი ოქროს შესყიდვებში მეორე და მესამე ადგილებს ინაწილებენ, რომლებმაც შესაბამისად 15 და 4 ტონა ლითონი შეიძინეს.
„ოქრო, როგორც ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება, თურქეთს მსოფლიოში ძვირფასი ლითონის უმსხვილეს მყიდველად აქცევს“, - აღნიშნავს Bloomberg.
ქვეყნის ცენტრალური ბანკი, ოქროს რამდენიმე თვეა აგროვებდა და 2022 წელს მონეტარული ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ძვირფასი ლითონის ყველაზე დიდი მყიდველი გახდა. ოქრო ასევე პოპულარული საქონელია თურქულ შინამეურნეობებში, რომლებიც ძვირფას ლითონს, სავალუტო და ინფლაციური ზეწოლის წინააღმდეგ იყენებენ.
დამანგრეველი მიწისძვრების ეკონომიკური ზემოქმედების შემსუბუქების მიზნით, 2023 წლის თებერვალში თურქეთმა ოქროს იმპორტი შეაჩერა. გარდა ამისა, მთავრობა ქვეყნის საფინანსო სისტემისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ ოქროს იმპორტს მიიჩნევს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თურქეთის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2022 წელს $48,8 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ბოლო ათწლეულში ყველაზე დიდი მაჩვენებელია. ჯამში თურქეთმა 2022 წელს 20,4 მილიარდი დოლარის ღირებულების ოქრო შეისყიდა.
2023 წლის იანვარში თურქეთში ძვირფასი ლითონების იმპორტი 656%-ით გაიზარდა და 5,4 მილიარდ დოლარს მიაღწია.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი