,,ბოლო პერიოდში ერთ-ერთი პოლიტიკური გაერთიანების მხრიდან აქტიურად მიმდინარეობსძალადობის მსხვერპლი ქალების ხელშეწყობისა და რეაბილიტაციის დაწესებულებებისდისკრედიტაცია. მათ შორის იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ჩვენს რიგებშიც არიან დაარასოდეს არაფერი გაუკეთებიათ ქალების გაძლიერებისთვის’’,-აღნიშნულის თაობაზეგანცხადება დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ საკრებულოს სხდომაზეგააკეთა.
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, სამაგიეროდ პირდაპირ ეთერში აქტიურად საუბრობენიმაზე, რომ ფემიციდის საკითხი „გაუფერულდა“ სახელმწიფო არაფერს აკეთებს ძალადობისმსხვერპლი ქალებისთვის და ა. შ.
,,ამაზე საუბრობენ ის ადამიანები, რომლებიც ალტერნატიულ გენდერულ საბჭოებს ქმნიან ერთიდღისთვის, ერთი სატელევიზიო გაშუქებისთვის. მაინტერესებს, რა გააკეთეთ ქალებისთვის 3 წლისგანმავლობაში ალტერნატიულ საბჭოში. რისთვის შექმენით და რატომ არ დაუჭირეთ მხარისექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმს. რატომ არ ჩაერთეთ აუდიტისპროცესში, რატომ არ მუშაობთ საბჭოში, რატომ გაემიჯნეთ ამ პროცესს, რომელიც არცპოლიტიკურია და არც პარტიულ ინტერესებს ემსახურება’’,-განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
მისივე თქმით, უბრალოდ სირცხვილია იღვიძებდე დილას, რთავდე პირდაპირ ეთერს, პოლიტიკოსსუწოდებდე საკუთარ თავს და ლაპარაკობდე სისულელეს. ამასთანავე ვერ აცნობიერებდე, რომ ამშენი ტყუილებით აზიანებ ქალებს, რომლებსაც სახელმწიფო სერვისების მიმართ ნდობას უკარგავ. უჩენ განცდას, რომ სახელმწიფო არაა გვერდით და უბიძგებ გაჩუმდეს.
ოპოზიციურ ველზე ასეთი პოლიტიკოსების რაოდენობა საკმაოდ დიდია და მერე რატომღაცუკვირთ, რატომ ვერ იღებენ ხმებს არჩევნებზე.
როგორც თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, კრიზისულ ცენტრში, ბოლო 6 თვის განმავლობაში, 600 მა პირმა მიიღო მომსახურება, ხოლო 2700 მა ისარგებლა ცხელი ხაზის მომსახურებით.
საინფორმაციო კამპანიების შემდეგ მომართვიანობა 2 ჯერ და მეტჯერ იზრდება, რაც კიდევერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სწორი ინფორმაციის გაზიარებას დანდობის გაზრდას სახელმწიფო სერვისების მიმართ.
,,თქვენს ქმედებას შემიძლია თავისუფლად ვუწოდო მიზანმიმართული კამპანია იმისთვის, რომქალებმა არ და ვერ ისაუბრონ ძალადობაზე. თქვენ კი ეთერებში კმაყოფილებმა ისაუბროთსტატისტიკებზე,’’-აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.
უახლესი