USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2024 ჩატარდება

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2024 ჩატარდება

2024-11-04 10:50:00

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია.

ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრნაჟით 2021 წლიდან ხორციელდება, მისი კონცეფცია კი შემუშავებულია „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციისმიერ. ოლიმპიადის ორგანიზატორია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ის 10 ნოემბრამდეგაგრძელდება ოლიმპიადის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.agroolimpiada.ge. აგროოლიმპიადა ტესტირებისსაშუალებით ტარდება და ის სამ ეტაპს მოიცავს: რეგისტრაცია, ონლაინ ტესტირება და ტესტირება ფიზიკურ სივრცეში.

აგრარულ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც აგრარული სფეროს სპეციალისტებს და ფერმერებს, ისე სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს. ოლიმპიადა ტარდება აგრონომიის, სასურსათოტექნოლოგიის, სატყეო საქმის, ღვინის ტექნოლოგიის, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის, ვეტერინარიის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებებში.

ოლიმპიადის მთავარი იდეა მონაწილეთა ცოდნის შემოწმება, გამარჯვებულების გამოვლენა და მათიწარმოჩენაა. გამარჯვებულებისათვის დაწესებულია სხვადასხვა სახის პრიზი და ჯილდო.

აგრარული ოლიმპიადა მიზნად ისახავს აგრარული განათლების პოპულარიზაციას, ახალგაზრდებშისასოფლო-სამეურნეო დარგების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და აგრარულ დარგში არაფორმალურიგანათლების მიღების ხელშეწყობას.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები