USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სომხეთში, საქართველოს საბანკო ასოციაციისა და პარტნიორების მხარდაჭერით პირველი საბანკო ფორუმი გაიმართა

სომხეთში, საქართველოს საბანკო ასოციაციისა და პარტნიორების მხარდაჭერით პირველი საბანკო ფორუმი გაიმართა

2024-11-13 17:14:00

სომხეთში ბანკების კავშირის ორგანიზებით, საქართველოს საბანკო ასოციაციისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის მხარდაჭერით, პირველი საბანკო ფორუმი გაიმართა.

ფორუმის მთავარი თემა რეგიონალური გამოწვევები და ევროპულ ბანკებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები იყო. 

იგი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან დიალოგის ხელშეწყობას, წარმატებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთანამშრომლობის ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად.

საქართველოს საბანკო ასოციაციის გუნდმა, ფორუმის მონაწილეებს  პრეზენტაციებისა და პანელური დისკუსიების საშუალებით საქართველოს საბანკო სექტორის წინმავალი გამოცდილება გაუზიარა ისეთ თემებზე, როგორიცაა ESG და მდგრადი დაფინასება, ასევე ღია ბანკინგი.

ღონისძიებაში მონაწილეობა ცენტრალური ბანკების, კომერციული ბანკების და საფინანსო სერვისის მიმწოდებელმა ორგანიზაციებმა მიიღეს სომხეთიდან, საქართველოდან, ცენტრალული და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდან.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები