კომპანია Shine Energy GREDA-ს წევრი გახდა. ინფორმაციას, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია ავცელებს.
„Shine Energy - გამოცდილი გუნდით დაკომპლექტებული მზის ელექტროსადგურების საპროექტო და სამშენებლო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ქსელზე მიერთებულ, ქსელისგან დამოუკიდებელ და ჰიბრიდულ სისტემებს.
შაინ ენერჯი ძირითადად ორიენტირებულია კომერციული და ინდუსტრიული მზის ელექტროსადგურების მშენებლობაზე. უსაფრთხო, სუფთა და ამოუწურავი ენერგიის ათვისებასთან ერთად, მათი მთავარი მისიაა სოციალური, ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.
გარდა ამისა, კომპანია მიზნად ისახავს საგანმანათლებლო სექტორში აქტიურ მონაწილეობასა და განახლებად ენერგიაზე ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას.
მიმდინარე წელს დაგეგმილია არაერთი მძლავრი მზის ელექტროსადგურის მშენებლობა, რომლის შესახებაც ინფორმაცია მათ გვერდზე ეტაპობრივად განთავსდება.
GREDA-ს გუნდისა და სექტორის სახელით წარმატებებს ვუსურვებთ Shine Energy-ს!“- ნათქვამია ინფორმაციაში.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება5 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა