USD 2.8746

EUR 3.0252

TRY 0.0827

GBP 3.6438

RUB 0.027011

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შესაძლოა, 2025 წელს ახალ ბაზრებზე გავიდეთ, არის ინტერესი ესპანეთიდან, ინგლისიდან და აზიის ქვეყნებიდან - „დერგის“ დამფუძნებელი

შესაძლოა, 2025 წელს ახალ ბაზრებზე გავიდეთ, არის ინტერესი ესპანეთიდან, ინგლისიდან და აზიის ქვეყნებიდან - „დერგის“ დამფუძნებელი

2024-11-24 02:30:00

რესტორნების ქსელის „დერგის“ დამფუძნებელი ეკა რუხაძე, კომპანიის საქმიანობას მიმდინარე წელს წარმატებულად აფასებს.

„2023 წლის ნოემბერში „დერგის“ პირველი ფილიალი გავხსენით გერმანიაში, ხოლო 2024 წლის სექტემბერში პრაღაში.  სექტემბრიდან-სექტემბრამდე ერთ წელიწადში გვქონდა რესტორნის  4 ფილიალი, ღვინის ორი ხაზი და 5 მედალი. პირველი „დერგი“ კახეთში გავხსენით, მეორე გერმანიაში, მესამე თბილისში, ხოლო მეოთხე ჩეხეთში“, -აცხადებს Business Insider Georgia-სთან „დერგის“ დამფუძნებელი.

ეკა რუხაძის შეფასებით ბრენდის კონკურენტული უპირატესობაა ჯანსაღი, გემრიელი, ნატურალური, აუთენტური სამზარეულო.

„სწორედ ამით ვართ საინტერესო ჩვენი მომხმარებლისთვის და ჩვენი რესტორნების  სტუმრებს ყოველთვის  სტაბილურად მაღალი ხარისხის პროდუქციას ვთავაზობთ. ევროპის ბაზარზეც ეს ნიშა გვაქვს. ვთავაზობთ ქართულ მენიუს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გემოები შევინარჩუნოთ“, - აცხადებს „დერგის“ დამფუძნებელი. მისი თქმით გერმანიაში „დერგის“ ფილიალში გაყიდვები სტაბილურია და წინასწარი ჯავშნის გარეშე სტუმრები რესტორანში მაგიდას ვერ იკავებენ. „მაღალი აქტივობაა პრაღის რესტორანშიც. გახსნიდან ორ კვირაში რესტორანი გაივსო და აქაც უკვე წინასწარი ჯავშნებია საჭირო. მაღალი მოთხოვნაა ქართულ სამზარეულოზე“, - აღნიშნავს ეკა რუხაძე.

2025 წელს შესაძლოა, „დერგი“ ახალ ბაზრებზე გავიდეს.

„გერმანიასა და ჩეხეთში ჩვენმა გასვლამ გამოიწვია დიდი ინტერესი. უკვე თვითონ გვიკავშირდებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან. აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ესპანეთთან და დიდ ბრიტანეთთან. შემოთავაზებები გვაქვს აზიიდანაც, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან. ამ დროისთვის შემოთავაზებების დამუშავების პროცესში ვართ. გვაქვს სურვილი, რომ სხვა ქვეყნებშიც გავიდეთ“, - აცხადებს „დერგის“ დამფუძნებელი.

რესტორანი „დერგი“ 2021 წელს კახეთში, სოფელ ნუკრიანთან გაიხსნა. რესტორანი სხვადასხვა კონცეფციისა და დანიშნულების სივრცეებს აერთიანებს. კერძოდ, მარანს, დუქანს და ა.შ. რესტორანს აქვს მრავალფეროვანია მენიუ.

საგულისხმოა, რომ „დერგი“ არის პირველი ქართული რესტორნების ქსელი, რომელიც ფრანჩაიზით ევროპის ბაზარზე გავიდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები