USD 2.8746

EUR 3.0252

TRY 0.0827

GBP 3.6438

RUB 0.027011

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სემეკი: შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ სოფელ მარტყოფში გაზმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება ტარიფის ცვლილებას არ გამოიწვევს

სემეკი: შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ სოფელ მარტყოფში გაზმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება ტარიფის ცვლილებას არ გამოიწვევს

2024-07-31 14:01:00

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგების მიზნით, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ გაზმომარაგების ინფრასტრუქტურას განაახლებს. ამასთანავე, სოფელ მარტყოფის აბონენტებისათვის ამჟამად მოქმედი ტარიფი არ შეიცვლება.

სოფელ მარტყოფში არსებული გაზმომარაგების პრობლემების გამო, სემეკის მიერ გაუქმდა შპს „აკრიანი - 2006“-ზე გაცემული ლიცენზია, რადგანაც კომპანიამ ვერ უზრუნველყო  მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და საიმედო მიწოდება. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს „აკრიანი-2006“ წლების განმავლობაში უხეშად არღვევდა უსაფრთხოების სტანდარტებს და არ  იღებდა  სათანადო  ზომებს ქსელის  მოვლა-პატრონობის მიზნით, გარდა ამისა არ ახორციელებდა ქსელურ საინვესტიციო პროექტებ, აღნიშნული საფრთხეს  უქმნიდა ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა  სიცოცხლესა  და ჯანმრთელობას.

კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ დაევალა სოფელ მარტყოფის აბონენტთა გაზმომარაგება, რომლის უზრუნველსაყოფადაც კომპანიამ ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო. კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია 2025 წლის ბოლოს დასრულდება.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები