ველოსიპედების ცნობილი გერმანული ბრენდი Silverback bikes-ი საქართველოში პირველად შემოდის.
როგორც ბრენდის ოფიციალური შემომტანი, კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელი დავით ჩხეიძე Business Insider Georgia - თან ამბობს, ველოსიპედების პირველი პარტია გზაშია. პროდუქცია გაყიდვაში სავარაუდოდ მაისიდან ჩაეშვება.
Silverback bikes-ი გერმანული ბრენდია, რომელიც ველოსიპედების მოყვარულებისთვის ცნობილია.
„გასულ წელს დავიწყეთ თანამშრომლობა და ძალიან კარგი შედეგით დავასრულეთ. Silverback bikes-ი პირველად შემოდის საქართველოში, მაისში უკვე ადგილზე იქნება ამ ბრენდის ველოსიპედები და რეალიზაციაში ჩაეშვება.
ძალიან კარგი სიახლეა იმ მხრივ, რომ ქართული ბაზარი დიდწილად გაჯერებულია იაფი და დაბალხარისხიანი ველოსიპედებით. ჩვენი ქსელის საქმიანობა ყოველთვის ხარისხთან ასოცირდებოდა და ამ გეზს არ ვცვლით“, - ამბობს „მეგასპორტის“ დამფუძნებელი.
დავით ჩხეიძის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე 130 ველოსიპედი შემოვა ბაზარზე. რაც შეეხება ფასს, ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.
ჩხეიძის თქმით, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ Silverback bikes-ი ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.
ცნობისთვის, „მეგასპორტი“ საქართველოში The North Face-ის, Timberland-ის, Diesel-ის და სხვა მსოფლიო ბრენდების წარმომადგენელია. კომპანია ამ დროისთვის თბილისის მასშტაბით 11 მაღაზიას ფლობს.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი