2023 წლის ორ თვეში საქართველოში 274.11 ათასი დოლარის 2.40 ტონა სიგარების იმპორტი ფიქსირდება, რაც 471%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებული სიგარების რაოდენობასთან. 2022 წლის ორ თვეში ქვეყანაში 0.42 ტონა სიგარის ( სიგარები, სიგარები წაჭრილი ბოლოებით და სიგარილები (წვრილი სიგარები), თამბაქოს შემცველობით) იმპორტი ფიქსირდება.
ბოლო 14 წლის განმავლობაში ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით სიგარის იმპორტი 2018 წელს დაფიქსირდა. 2018 წელს საქართველოში 5.87 ტონა სიგარა შემოვიდა.
რაც შეეხება 2022 წლის სტატისტიკას, საანგარიშო პერიოდში საქართველომ 828.69 ათასი დოლარის 4.13 ტონა სიგარა იყიდა.
2022 წელს ქვეყანაში შემოტანილი სიგარების 42%-ის იმპორტი საქართველოში გერმანიიდან განხორციელდა. სულ 1.69 ტონა.
სიგარების 18%-ის იმპორტი განხორციელდა ესპანეთიდან, სულ 0.75 ტონა.
მესამე ადგილზეა ბულგარეთი საიდანაც 0.33 ტონა სიგარის იმპორტი დაფიქსირდა, რაც მთლიანი იმპორტის 8%-ია.
საქართველოში იმპორტირებული სიგარების 78%-ი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის.
უახლესი
6 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება6 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში