USD 2.8746

EUR 3.0252

TRY 0.0827

GBP 3.6438

RUB 0.027011

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება

2024-11-27 11:04:00

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. კანდიდატურაზე საბოლოო კონსულტაციები „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომაზე გაიმართა. კონსულტაციების შემდეგ პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა ჩატარდა, სადაც მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურაზე შეთანხმდნენ.

მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე წარადგინა.

ამერიკული მოდელით პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს გაიმართება.

წელს პირველად საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება.
პრეზიდენტს 5 წლის ვადით აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც 300 წევრისგან შედგება - მათ შორის საქართველოს პარლამენტის (150 წევრი), აფხაზეთისა (20 წევრი) და აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის დანარჩენ 109 წევრს კი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან დაასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები.

პრეზიდენტის არჩევნები საქართველოს პარლამენტის შენობაში 14 დეკემბერს 09:00 საათზე დაიწყება. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტური გაიმართება იმავე დღეს და არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები