USD 2.8746

EUR 3.0252

TRY 0.0827

GBP 3.6438

RUB 0.027011

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა სოციალურ მედია მარკეტინგში კორპორატიული მიმართულებით

საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა სოციალურ მედია მარკეტინგში კორპორატიული მიმართულებით

2024-10-10 12:13:00

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკების 25-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე 9 კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა. მათ შორის,  ბანკმა კორპორატიული მიმართულებით საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგისა და სერვისების გლობალურ ქვენომინაციაში საუკეთესო ბანკის ჯილდო მიიღო. აღსანიშნავია, რომ Global Finance-ის ჯილდო ამ კატეგორიაში ქართულ კომპანიას პირველად გადაეცა.

 

ნომინაციაში გამარჯვებულის გამოსავლენად, Global Finance-ს წარმომადგენლები ფინანსური ინსტიტუტების ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნებას და ციფრული ინიციატივების ხელშესახებ შედეგებს აფასებენ. საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგის გლობალური ჯილდოს მოპოვება საქართველოს ბანკმა მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესების სოციალური მედიის არხებში ფართო გაშუქებით და სოციალურ მედია მარკეტინგში ინოვაციური ინსტრუმენტების გამოყენებით შეძლო.

 

„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ამ ჯილდოს მიღება, რადგან ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბიზნესის მხარდაჭერისთვის ჩვენ მიერ გაწეულ ძალისხმევას. აგრობიზნესიდან დაწყებული, მაღალტექნოლოგიური სტარტაპებითა და კორპორაციული ინსტიტუტებით გაგრძელებული, გასულ წელს სოციალურ მედიაში 100-მდე ბიზნესი წარმოვაჩინეთ. მათი გეგმების, ინოვაციური მიდგომების და პროდუქტის სწორად წარმოჩენით, ვამცირებთ დისტანციას ბიზნესებსა და საბოლოო მომხმარებლებს შორის. კონტენტის გუნდი, ციფრული მარკეტინგის გუნდთან ერთად, სწორად დამიზნებული ციფრული მასალებით, ერთი მხრივ, ვზრდით ბიზნესების ცნობადობას, მეორე მხრივ კი, სოციალურ მედიაში საცალო და კორპორატიულ მომხმარებლებს ჩვენი ციფრული სერვისებით სარგებლობას ვუადვილებთ. ექსტენსიური კომუნიკაციით მჭიდრო ურთიერთობაში შევდივართ მომხმარებლებთან,  ციფრული პლატფორმების და შიდა ინსტრუმენტების დახმარებით, მყისიერად ვპასუხობთ მათ საჭიროებებს და საბოლოოდ, ვეხმარებით მათი პოტენციალის სრულ რეალიზებაში“,

- აცხადებს ნინუცა ოქროპირიძე, კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელი საქართველოს ბანკში.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა Global Finance-ის დაჯილდოებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი -  მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო მოიპოვა.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები