USD 2.8746

EUR 3.0252

TRY 0.0827

GBP 3.6438

RUB 0.027011

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება მიუღებელია - განათლების მინისტრი

საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება მიუღებელია - განათლების მინისტრი

2024-12-02 13:34:00

მიუღებელია საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ განაცხადა. მინისტრო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ აღადგინონ სასწავლო პროცესები და გააგრძელონ მათი მხრიდან საკუთარი ვალდებულების შესრულება.
„ჩვენ, როგორც სახელმწიფომ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ერთის მხრივ ჩვენი მხრიდან არ შევიდეს პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე, ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ საგანმანათლებლო სივრცე, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში არ შევიდეს პოლიტიკა არც ოპონენტების მხრიდან. შესაბამისად, ეს არის ჩვენი ვალდებულება და ასევე, უშუალოდ საგანმანათლებლო დაწესებულებების ვალდებულებაც, სკოლებისა და უნივერსიტეტების, რომ მათ უზრუნველყონ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად, ისე როგორც ეს არის გათვალისწინებული ავტორიზაციის პროცესით და ისე როგორც ეს არის გათვალისწინებული მათთან დადებულ ხელშეკრულებებში ანუ საგანმანათლებლო დაწესებულებები, სკოლებიც და უნივერსიტეტებიც, ზუსტად იმიტომ, რომ მათ უნდა უზრუნველყონ ეს პროცესი შეუფერხებლად, იღებენ დაფინანსებას. ჩემი პირადი შეხედულებაა, რომ ამ პროცესის შეფერხება ამ ვალდებულის დარღვევაა, რაც არ იქნება ჩვენი მხრიდან მოწონებული, პირიქით, ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ აღადგინონ სასწავლო პროცესები და გააგრძელონ მათი მხრიდან საკუთარი ვალდებულების შესრულება, ისევ როგორც ეს მათ მოეთხოვებათ”, - განაცხადა მინისტრმა. 
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები