USD 2.8746

EUR 3.0252

TRY 0.0827

GBP 3.6438

RUB 0.027011

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და პერსპექტივები - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

როგორია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და პერსპექტივები - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

2024-11-01 09:59:00

საქართველომ აჩვენა სურათი, რომ ეკონომიკა არის სწორ რელსებზე და ეკონომიკური რეფორმები ვითარდება თანმიმდევრულად, ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

გიორგი აბაშიშვილმა თავისი ანალიტიკური ნაწილი ქვეყნის ეკონომიკურ მიმოხილვას დაუთმო და განაცხადა, რომ არსებული სტაბილური გარემოს პირობებში არავინ მოელის, რომ პოლიტიკურმა ტურბულენციამ რაიმე ტიპის გავლენა შეიძლება იქონიოს ბიზნესზე.

„ერთი კვირა არც კი გასულა საარჩევნო პერიოდიდან და უნდა აღნიშნოს, რომ ბიზნეს სექტორში ვითარება აბსოლუტურად სტაბილური და დინამიკურია, გრძელდება ეკონომიკის პოზიტიური ტენდენციები. ამ კუთხით რამდენიმე მაგალითის მოყვანაც კი შეიძლება, მაგალითად ამ პერიოდში ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილმა Georgia Capital-მა ნიდერლანდებიდან მოახერხა მსხვილი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა. ამ თვალსაზრისით მაგალითები საკმაოდ ბევრია და ეს მაგალითები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ინვესტორები ამ ქვეყანაში კვლავ სტაბილურ გარემოს ხედავენ. ინვესტორები ხედავენ გარემოს, სადაც მათი ინვესტიციები დაცულია და სადაც მათ ინვესტიციების პერსპექტივა აქვს. 

რაც შეეხება ჩვენს ანალიტიკურ ნაწილს დღეს ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე, გუშინ სრულად ახალი, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოქვეყნდა. ჩვენ ვხედავთ ამ მაჩვენებლებს და თუ დავაკვირდებით 9 თვის საშუალო მაჩვენებელს ეკონომიკური ზრდა 9,8%-ია, ხოლო თუ მესამე კვარტლის მაჩვენებლებს ავიღებთ ზრდა 11,1%-ია. ანუ ის პროგნოზები, რომელიც არსებობდა საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში ბუნებრივია პოზიტიური ტენდენციით ვითარდება და საინტერესოა, რომ ყოველთვის წინასაარჩევნო პერიოდი, არჩევნების პერიოდი ქვეყნებში ხასიათდება ხოლმე გარკვეული პესიმისტური მიდგომებით, თუმცა საქართველომ ამ შემთხვევაში სრულად განსხვავებული სურათი აჩვენა. საქართველომ აჩვენა სურათი, როდესაც მიუხედავად მსგავსი ვითარებისა და მსგავსი ტიპის დაძაბულობისა, ეკონომიკა არის სწორ რელსებზე. ეკონომიკური რეფორმები ვითარდება თანმიმდევრულად. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელში ვკითხულობთ შემდეგ რამეს, რომ საქართველოს ეკონომიკა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული. ანუ საქართველოს ეკონომიკა არ არის დამოკიდებული ერთ რომელიმე დარგზე, ან ერთ რომელიმე მიმართულებაზე. ანუ საუბარი აღარ მაქვს პანდემიის შემდეგ აღდგენით პერიოდზე, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკა დივერსიფიცირებულად ვითარდება და ის რომელიმე ფაქტორზე დამოკიდებული არ არის. არც ერთი ფაქტორის გლობალურ თუ ადგილობრივ დონეზე საფრთხის შემცველობის შემთხვევაშიც კი ეკონომიკის ნაწილს აბსოლუტურად არაფერი არ ემუქრება. ამას აღიარებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც. აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ინსტიტუტს მოუწია საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა. ანუ დაიგეგმა სხვა და მივიღეთ სხვა. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად აქ დაფიქსირებული პროგნოზებისა, 9 თვის საშუალო მაჩვენებელი ისევე როგორც მესამე კვარტლის მაჩვენებელი ჩვენ გვეუბნება, რომ ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებულზე მაღალი გვექნება. ცხადია, რომ ეს პროგნოზები გადაიხედება, ან დაკორექტირდება საბოლოო ანგარიშის მიხედვით.

ცხადია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არ არის მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომლებიც ასე აფასებენ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას. ასევე ადგილობრივი ანალიტიკური ორგანიზაციები შესაბამისად აფასებენ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. 

Galt & Taggart-ის მიერ წარმოდგენილი მაჩვენებლების მიხედვით, სადაც ეკონომიკური ზრდის თავდაპირველი მაჩვენებელი, რომელიც 8%-ს შეადგენდა, გაზარდეს 9%-მდე.

ძალიან საინტერესოა Galt & Taggart-ის ბოლოს გამოქვეყნებული შეჯამება, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიტიკური ტურბულენტობა ხანმოკლე იქნება და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას არ შეცვლის. ანუ ძალიან მარტივად, რომ ვთქვათ არსებული სტაბილური გარემოს პირობებში არავინ არ მოელის, რომ პოლიტიკურმა ტურბულენციამ რაიმე ტიპის გავლენა იქონიოს ბიზნესზე. სწორედ ამიტომ არის ბიზნესი დღესაც ყველაზე მეტად აქტუალური. 

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 7 053.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 23.7 პროცენტით მეტია. მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 58.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სატრანსპორტო მომსახურება, ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება“, - აღნიშნა აბაშიშვილმა. 


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები