მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლო კვირაში ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რასაც სებ-ის ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს.
სებ-ის მონაცემებით, 2024 წლის 1 ოქტომბერს 1 აშშ დოლართან მიმართებით ლარი 2,73 ნიშნულზე დაფიქსირდა, 10 ოქტომბერს ლარის კურსი აშშ დოლართან 2,7451 ნიშნულზე იყო. სებ-ის ოფიციალური მონაცემებით 20 ოქტომბერს ლარის კურსი აშშ დოლართან 2,7157 ნიშნულზე დაფიქსირდა და ბოლო კვირის განმავლობაში მცირედი გაუფასურების შემდეგ (23 ოქტომბერი - 1 აშშ დოლარი - 2.7262) გამყარება დაიწყო და 25 ოქტომბერს ლარი აშშ დოლართან მიმართებით სებ-ის მონაცემებით 2,7174 ნიშნულზეა.
ექსპერტთა განმარტებით, წინასაარჩევნო პერიოდისა და ამ პროცესისთვის დამახასიათებელი განწყობების ფონზე, ბოლო ერთი კვირა ვალუტა სტაბილურია და მხოლოდ ლარის მეათასედებში იცვლება. ხოლო ოქტომბრის დასაწყისიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ლარი დაახლოებით 1%-ით გამყარდა.
აქვე აღსანიშნავია, რომ საარჩევნო განწყობების დასტაბილურების შემდეგ, ეროვნული ვალუტა დასტაბილურდება.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე კი აცხადებს, რომ სავალუტო ბაზარზე ლარის კურსის რყევებსა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებას არ ელოდება.
მისი თქმით, დღესდღეობით ეროვნული ვალუტა შეინარჩუნებს სტაბილურობას, თუმცა შესაძლოა, გვქონდეს მცირე გაუფასურება, რაც წლის დასაწყისშიც იყო მოსალოდნელი, რადგან საარჩევნო პერიოდში ბევრი ლარი ხვდება მიმოქცევაში.
„მეორეს მხრივ მოქალაქეები ცდილობენ, რომ საკუთარი დანაზოგები შეინახონ დოლარში. ბევრი ფაქტორი მოქმედებს და ყოველთვის ამას დარტყმა აქვს ხოლმე ლარზე. თუმცა ბაზარზე ძლიერ რყევებსა და ლარის გაუფასურებას არ უნდა ველოდოთ“, - აღნიშნავს კაპანაძე.
უახლესი
6 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა