საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის გახსნის სავარაუდო თარიღს ვერ ასახელებს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს უწყებაში განუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ 30 მარტს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის (149-ე კმ) მონაკვეთზე, არსებული გზის სიახლოვეს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო, საავტომობილო გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.
„მსუბუქი ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება“, - განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი