USD 2.8746

EUR 3.0252

TRY 0.0827

GBP 3.6438

RUB 0.027011

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რევაზ სოხაძე: „მუნიციპალიტეტი ნებისმიერი პროექტის განხილვისას გადაწყვეტილებას მხოლოდ ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს“

რევაზ სოხაძე: „მუნიციპალიტეტი ნებისმიერი პროექტის განხილვისას გადაწყვეტილებას მხოლოდ ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს“

2024-08-16 18:47:00

„ყველა სამშენებლო საკითხთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტი - მერია და საკრებულო გადაწყვეტილებას  ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს“ - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ფრაქციათბილისი საქართველოსთვისწევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებას ჭავჭავაძის გამზირზე, სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობისთვის დამატებითი სართულების მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. როგორც რევაზ სოხაძემ განმარტა, აღნიშნული მშენებლობისთვის ხდება კოეფიციენტის მატება და ამის სანაცვლოდ, სამშენებლო კომპანიას დედაქალაქის ბიუჯეტში 20  მილიონი ლარის გადახდა მოუწევს. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას აღნიშნული მშენებლობით ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსის შექმნასთან დაკავშირებით, რევაზ სოხაძე აცხადებს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და სატრანსპორტო რეფორმის ამოსავალი წერტილი, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს,  საზოგადოებრივ  ტრანსპორტზე ორიენტირებული ქალაქის შექმნაა.

„ჩვენთვის არ არის სიახლე, როდესაც ოპოზიცია ყოველი ახალი პროექტის დამტკიცების დროს მსგავსი ბრალდებებით გამოდის. იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს  თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა მათთან  საერთოდ ვერ ვთანხმდებით. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება ქალაქს  სატრანსპორტო თვალსაზრისით რაიმე ზიანს მოუტანს.  მუნიციპალიტეტი ნებისმიერი პროექტის განხილვისას გადაწყვეტილებას მხოლოდ ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს. ამას გარდა, კოეფიციენტის მატებისთვის სამშენებლო კომპანია დედაქალაქის ბიუჯეტში 20 მილიონ ლარს გადაიხდის, რაც ასევე ქალაქისთვის ძალიან კარგია“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.  

 

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტის განხორციელებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ქალაქს   40 ჰექტარზე მეტი რეკრეაციული სივრცე შეემატება. მისივე თქმით,   სამშენებლოდ  ამ ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილი განვითარდება. რევაზ სოხაძის აზრით, პროექტი, რომელიც ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს ძალიან საინტერესო და ქალაქისთვის  მნიშვნელოვანი იქნება.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები