USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ უნდა მიანიჭოთ უპირატესობა Astronergy-ს მზის ელექტროსადგურებს - „შაინ ენერჯის“ დამფუძნებლის განმარტება

რატომ უნდა მიანიჭოთ უპირატესობა Astronergy-ს მზის ელექტროსადგურებს - „შაინ ენერჯის“ დამფუძნებლის განმარტება

2024-08-07 14:55:00

მზის ელექტროსადგურების საპროექტო და სამშენებლო კომპანია „შაინ ენერჯის“ სანდო პარტნიორი Astronergy EUPD Research-ის მიერ კვლავ TOP Brand PV Germany 2024 და TOP Brand PV Italy 2024 ტიტულით დაჯილდოვდა.

როგორც Business Insider Georgia-სთან „შაინ ენერჯის“ დამფუძნებელი ნინა გადელია აცხადებს, Astronergy ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის მოდულის პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებაზე, რომლებიც აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს.

„ჩვენთვის, როგორც მზის ელექტროსადგურების საპროექტო და სამშენებლო კომპანიისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მზის მოდულის ხარისხი, რომელზეც სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას. ძალიან გვიხარია, რომ ისეთ ბრენდზე გავაკეთეთ არჩევანი და ვართ  წარმომადგენლები, რომელსაც როგორც ევროპაში, ისე მსოფლიოს მასშტაბით არაერთი აღიარება აქვს. Astronergy-ს ნებისმიერი ტიპის ჯილდო, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ხარისხის და რეპუტაციის საიმედოობაში“, - ამბობს გადელია.

 „შაინ ენერჯის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ საქართველოში მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია, რასაც ნინა გადელია ორი მთავარი მიზეზით ხსნის.

„პირველი, ეს არის ის, რომ მზის მოდულის ღირებულება  შემცირებულია. მეორე, საზოგადოებაში ცნობიერება გაზრდილია, ყველამ იცის მზის ელექტროსადგურის ბენეფიტის შესახებ; მათ ასევე უკვე იციან, რა სხვაობაა პანელებს შორის, რომელი ტექნოლოგიით უნდა იყოს დამზადებული, რა ტექნიკური მახასიათებლებით უნდა გამოირჩეოდეს  და ა.შ

ამ პროცესში, ცხადია, რომ საფინანსო ინსტიტუტები აქტიურად არიან ჩართულნი, შესაბამისად, მათ აქვთ სპეციალური სია, რომლის ფარგლებშიც რიგ მოდულებს აფინანსებენ, რიგ მოდულებს - არა. ძალიან სასიხარულოა, რომ Astronergy როგორც ქართული, ისე უცხოური საფინანსო ინსტიტუტების ყველა მოთხოვნას 100%-ით აკმაყოფილებს.

სრულად პროექტის შესრულების მიღმა, ჩვენ ასევე მომხმარებელს ცალკეულად მოდულის შესყიდვასაც ვთავაზობთ. ჩვენ გვაქვს რესურსი - ადგილზე შეიძინოს ყველა დაინტერესებულმა პირმა მზის პანელი და არ ელოდოს თვეობით“, აცხადებს ნინა გადელია. 

Astronergy-ის მოდულები დამზადებულია TOPCon-ის ტექნოლოგიით, რომელიც უახლეს ტექნოლოგიად ითვლება;  აქვს 15 წლიანი პანელის, ხოლო 30 წლიანი ექსპლუატაციის გარანტია.

„ყველა პროექტში ვიყენებთ ორმაგი დაფარვის პანელს, რომელსაც უკეთესი გენერაციის შესაძლებლობა აქვს, სტანდარტულ პანელთან შედარებით.

მწარმოებელს წლიურად 55 გიგავატამდე აქვს მოდულების წარმოება, 2025 წლისთვის 100 გიგავატამდე გაიზრდება. წელს თურქეთში იხსნება საწარმო ქარხანა, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს ლოგისტიკურ ნაწილს. 2025 წლისთვის კი, ახალ საწარმოს ამერიკაშიც ვიხილავთ.

„შაინ ენერჯი“ ორიენტირებულია ხარისხზე, როგორც მზის მოდულის, ისე დანარჩენი ყველა სხვა კომპონენტის, რაც საერთო ჯამში ხარისხიანი გენერაციის ობიექტის მიღების საწინდარია. ასე რომ, წინ დიდი გზაა, ბაზარი ასათვისებელია. დარწმუნებულები ვართ, რომ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ მზის ენერგიის განვითარებაში და ბევრ ინდივიდსა თუ კომპანიას დავეხმარებით გახდეს ენერგოდამოუკიდებელი“, - აცხადებს ნინა გადელია. 

აქვე, Astronergy-ის ყველა ხარისხის და პროდუქტის სტანდარტებთან დაკავშირებული სერტიფიკატი გააჩნია; დეტალურად იხილეთ აქ: 

1. PVEL - საუკეთესო შემსრულებელი https://scorecard.pvel.com/manufacturer_name/astronergy/

https://www.astronergy.com/astronergy-honored-with-2024-kiwa-pvel-top-performer-at-snec-pv-power-expo/;

2. RETC - https://retc-ca.com/pvmi-high-achiever

https://www.astronergy.com/astronergy-again-named-2024-overall-highest-achiever-by-retc/;

3. EUPD Research - TOP PV მიმწოდებელი რუმინეთში, უნგრეთსა და ირლანდიაში

4. PV Magazine Module Test

https://www.astronergy.com/astronergy-dual-glass-topcon-products-top-in-pv-magazines-module-test/

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები