ილია თოფურიამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჩემპიონის ტიტულის დაცვის ბრძოლით 2.44 მლნ დოლარი გამოიმუშავა. ამის შესახებ ცნობილი სპორტული გამოცემა Sporty Salaries-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ხდება.
ირკვევა, რომ თოფურიას შემოსავალი ამ საღამოდან ასე ნაწილდება: 750,000 დოლარი ბრძოლისთვის,100,000 დოლარი გამარჯვებისთვის, 42,000 დოლარი სპონსორებისგან, 50,000 დოლარი ბონუსის სახით და ასევე, 1.5 მლნ დოლარი სატელევიზიო შემოსავლებიდან.
რაც შეეხება ილია თოფურიას მეტოქეს, საუბარია მაქს ჰოლოუეიმზე მან ამ საღამოს ჯამში 1.28 მლნ დოლარი გამოიმუშავა.
აბუ დაბიში UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ამერიკელი მაქს ჰოლოუეი მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.
შეგახსენებთ, რომ შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 16 შეხვედრის შემდეგ თოფურიას 16 გამარჯვება აქვს.
უახლესი
6 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა