ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
საქსტატის ცნობით, 2023 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.3 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკური მონაცემები თვიურ ჭრილში ფასების კლებას აჩვენებს:
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.3 პროცენტით, რაც -0.27 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.
ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3.5 პროცენტი);
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.3 პროცენტიანი კლება, რაც თვის ინდექსზე -0.07 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები (-1.8 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (-1.5 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (-1.5 პროცენტი).
ამასთან, ფასები მომატებულია საოჯახო საფეიქრო ნაწარმზე (1.5 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.1 პროცენტიანი მატება, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (2.0 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.6 პროცენტიანი მატება, რაც 0.06 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექზე. ფასები გაზრდილია როგორც ფეხსაცმლის (3.6 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (1.1 პროცენტი) ჯგუფებზე.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი