USD 2.8746

EUR 3.0252

TRY 0.0827

GBP 3.6438

RUB 0.027011

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ფასდაკლებებს სთავაზობს თბილისი მოლი მომხმარებლებს „შავ პარასკევს“

რა ფასდაკლებებს სთავაზობს თბილისი მოლი მომხმარებლებს „შავ პარასკევს“

2024-11-29 18:00:00

დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“ მომხმარებლებს „შავ პარასკევს“ 29 ნოემბერს მნიშვნელოვან ფასდაკლებებს სთავაზობს. 

ექსკლუზიური ბრენდების 60%-მდე ფასდაკლება მხოლოდ შენთვის! მხოლოდ თბილისი მოლში! - ეს „თბილისი მოლის“ სლოგანია „შავი პარასკევის“ აქციისთვის.

„შეიძინე თბილისი მოლის სასაჩუქრე ბარათი და გაუკეთე სიურპრიზი საყვარელ ადამიანს. აღმოაჩინე ექსკლუზიურად, მხოლოდ თბილისი მოლში არსებული ბრენდების სპეციალური შეთავაზებები. თბილისი მოლის 2000 ადგილიანი პარკინგი უფასოა, რაც ჩვენთან შოპინგს უფრო მარტივს და სასიამოვნოს ხდის“, - აცხადებენ სავაჭრო მოლში.

„თბილისი მოლში“, 50%მდე ფასდაკლება Peak-ის უახლეს სპორტულ კოლექციაზე. იშოპინგეთ და დაზოგეთ მაქსიმალური თანხა პიკში.

თბილისი მოლის ციფრულ ატრიუმში ყველა სახის ტექნიკაზე ფასდაკლება დაგხვდებათ, ეწვიეთ და მიიღეთ საუკეთესო შეთავაზებები ტექნიკის მაღაზიებისგან ყველა კატეგორიაზე.

Kiko Milano-ში შავი პარასკევის სპეციალური შეთავაზებები დაგხვდება: 29 ნოემბერი: 3+3 შეთავაზება სრულ კოლექციაზე; 30 ნოემბერი და 1-ელი დეკემბერი: 2+1 სრულ კოლექციაზე;_ Flormar -ში - 29, 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს 3+3 აქცია სრულ კოლექციაზე.

28, 29 და 30 ნოემბერს 30%-იანი ფასდაკლება თეთრ იარლიყიან პროდუქციაზე Koton-ში. ისარგებლე სპორტული მაღაზიების სპეციალური ფასდაკლებებით თბილისი მოლში. ისარგებლე სრული -40% ფასდაკლებით სასურველი მოდელის შეძენისას New Balance-ში.

28-დან 1 დეკემბრის ჩათვლით 30%-მდე ფასდაკლება Kenari-ის სრულ კოლექციაზე მხოლოდ 29 ნოემბერს, გამოიყენე 20%-დან 50%-მდე ფასდაკლება Columbia, Converse & Mustang-ის მოდელებზე.

სავაჭრო ცენტრი "თბილისი მოლი" საერთაშორისო სტნდარტების კომპლექსია, რომელიც დასვენების, ვაჭრობისა და გართობისთვის აუცილებელ ყველა ელემენტს აერთიანებს.

თბილისი მოლი სამხრეთ კავკასიის რეგიონში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი, უმსხვილესი კომპლექსია, რომელიც დასვენების, ვაჭრობისა და გართობისთვის აუცილებელ ყველა ელემენტს აერთიანებს.

თბილისი მოლის, როგორც “რაკიინის” ყველა პროექტის, კონცეფციას ინოვაციური და ეკოლოგიური სტანდარტების ადგილობრივ ტენდენციებთან ჰარმონიული შერწყმა წარმოადგენს. ამ გზით იგი ეხმიანება ქვეყნის კულტურას და ამავდროულად, თანამედროვე გამოწვევებსაც პასუხობს.

თბილისი მოლში მოხვედრა მარტივია დედაქალაქის ნებისმიერი წერტილიდან.

თბილისი მოლში ყველა ასაკისა და ინტერესის ადამიანს ეძლევა საშუალება საუკეთესო დრო გაატაროს. კომპლექსში თავმოყრილია ყველაფერი, რაც დღის სასიამოვნოდ გატარებაში დაგეხმარებათ:

თბილისი მოლში ფუნქციონირებს 250-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი, რომელთაგან დიდ ნაწილს საერთაშორისო ბრენდები და ქსელები წარმოადგენენ; ზედა სართულებზე განთავსებულია მრავალდარბაზიანი კინოთეატრი და საოჯახო გასართობი ცენტრი; თბილისი მოლი გთავაზობთ პოპულარული ბრენდ-კაფეების ფართო არჩევანს; აქ შეხვდებით საბავშვო გასართობი ობიექტსა და კონტაქტური ზოოპარკსაც; მიწისქვეშ, სამ სართულზე განლაგებულია 2000-ადგილიანი უფასო ავტოსადგომი; სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე შეგიძლიათ ასევე, ისარგებლოთ ისეთი სერვისებით, როგორიც არის ქიმწმენდა, მანქანის რეცხვა, სამკერვალო და სხვა.
2023 წელს დაიწყო თბილისი მოლის რენოვაცია, რომლის შედეგად განახლდა კომპლექსის ინფრასტრუქტურა. 7-თვიანი სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისი მოლი განახლებული სიცოცხლითა და ინფრასტრუქტურით, მზადაა, ახალი სტუმრების მისაღებად და მათთვის სასიამოვნო გამოცდილების შესაქმნელად.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები