USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ფაქტორები ახდენს გავლენას ლარის კურსზე - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

რა ფაქტორები ახდენს გავლენას ლარის კურსზე - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

2024-11-11 17:22:00

„იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს მთავარი თემა დღეს  სებ-ი და მისი პოლიტიკა იყო. როგორც  Business Insider Georgia-ს და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, მიმდინარე წლის განმავლობაში არსებული რყევების აბსოლუტური უმრავლესობა, განპირობებული იყო არა საბაზრო ფაქტორებით, არამედ ეს იყო გამოწვეული აჟიოტაჟური ქცევით. 

„დღეს Business Insider Georgia-ში ვსაუბრობთ ინფლაციაზე, ფასების პოლიტიკაზე, ლარის კურსზე, სებ-ის მოქმედებებზე. თუ დავაკვირდებით ინფლაციის კლების ტენდენციას, ეს ცალსახაა. ახლა თუ შევხედავთ ვითარებას არის 0,3%-ი, რაც არის ბოლო მონაცემებით არის დაფიქსირებული. მინდა აღვნიშნო, რომ სებ-ის მიერ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლად განსაზღვრულია 3%-ი. ინფლაციის პროგნოზთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ სებ-ის მონაცემებით, ინფლაცია იქნება მიზნობრივ მაჩვენებელთან, მაღალი სანდოობის კოეფიციენტით შეიძლება გადახრა იყოს 1%-ი. შესაბამისად ინფლაცია არის სრულად კონტროლის ქვეშ. 

როდესაც საქართველოში ინფლაციაზე ვსაუბრობთ, ვისაუბროთ ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებულ ინფლაციაზე. როდესაც ჩვენ ინფლაციაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია თუ რა იწვევს ამ ინფლაციას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის იმპორტირებული ინფლაცია, ჩვენი სავაჭრო პარტნიორებიდან გადმოცემული ინფლაცია. საგულისხმოა, რომ ჩვენი სავაჭრო პარტნიორებიდან ინფლაციის (0,6%) ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სომხეთში ფიქსირდება. თურქეთში კი ინფლაციის მაჩვენებელი 49,4%-ია. მიუხედავად ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში მაღალი ინფლაციისა, საქართველო დაბალ ინფლაციას ინარჩუნებს. 

გადავიდეთ ლარის კურსზე, სადაც ბევრი სპეკულაციაა. როდესაც საუბარია მცურავ გაცვლით კურსზე, მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში, გარკვეული მერყეობა ყოველთვის არსებობს, შესაბამისად ეს არის საბაზრო პრინციპიდან გამომდინარე. სრული პროფესიული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში არსებული რყევების აბსოლუტური უმრავლესობა, განპირობებული იყო არა საბაზრო ფაქტორებით, არ უმოქმედია, ამ მცირედით მოქმედებდა ექსპორტი, ინვესტიციები, ტურიზმიდან შემოდინებები და გადმორიცხვები. არამედ ეს იყო გამოწვეული აჟიოტაჟური ქცევით. ახლა ძალიან კარგად მინდა განვმარტო ეს აჟიოტაჟური ქცევა, ვინაიდან ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ამ აჟიოტაჟური ქცევის ნაწილზე და შემდეგ არ განვმარტავთ ხოლმე, რა არის ამ აჟიოტაჟური ქცევის მიზეზი. აჟიოტაჟური ქცევის გამომწვევი ფაქტორი არის: 1) უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების განცხადებები, სხვადასხვა ეთერებში, რომლებიც ქმნიან აბსოლუტურად არასწორ პანიკას. 2) ე.წ. ექსპერტების განცხადებები. ე.წ. ექსპერტები, რომელთაც აქვთ სსრკ-ს დროინდელ სახელმძღვანელოებში ნასწავლი და დღესაც მხოლოდ რუსული ლიტერატურას ეცნობიან. მათთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, მაგალითად რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველის პოლიტიკა, ვიდრე მაგალითად ევროზონის და ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველის პოლიტიკა, რომელიც თანამედროვე მართვის პოლიტიკაა და ისინი მოითხოვენ რუსული მეთოდებით მართვას. 3) ე.წ. ბიზნეს მედიების, ან მედიების, რომლებიც აშუქებენ სრულად შეკვეთილ სიუჟეტებს, მათ შორის კურსთან დაკავშირებით და ხელოვნურად იწვევენ აჟიოტაჟს. და აღარავის ახსოვს ის ფაქტორი, როდესაც საუბრობდნენ პანიკურ ვითარებაზე, რომ ქართული კომპანიების აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ეცემოდა. თუ ჩვენ შევხედავთ არჩევნების შემდგომი 2 კვირის მაჩვენებლებს, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები განუხრელად იზრდება. ანუ კიდევ ერთხელ, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან ნათელი გასცა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, იმ ადამიანებს, რომლებიც აჟიოტაჟს ქმნიან და ამ აჟიოტაჟით აზარალებენ რიგით მოქალაქეებს. ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაა მთავარი ბარომეტრი, თუ როგორ ენდობიან ინვესტორები ქართულ ბაზარს. დიახ, არჩევნების შემდგომ ინვესტორებმა უფრო მეტად იგრძნეს ამ ქვეყანაში სტაბილურობა და ისინი უფრო მეტად ენდობიან ქართულ ბაზარს. შესაბამისად აჟიოტაჟურ ქცევას უფრო და უფრო ნაკლები ადგილი ექნება. 

თუ შევხედავთ რეზერვების მართვის პოლიტიკას, ანუ სპეკულაციის მთავარ ნაწილს. თუ სტატისტიკურ მაჩვენებლებს დავაკვირდებით, ეს არის აბსოლუტურად თანმიმდევრული პროცესი, როცა ხდება რეზერვების დაგროვება და როცა ხდება რეზერვების ხარჯვა. მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაზე სპეკულაციები არ იყოს, რადგანაც კიდევ ერთხელ ეკონომიკური მეცნიერების არცოდნაა, თუ ვინმეს გონია, რომ პირობითად X-მაჩვენებელზე დაგროვილი მუდმივობა უნდა იყოს სულ. ეს ასე არ არის“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები