„ჯეოქეისი“, თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი Facebook-ზე პოსტს ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ.
„არსებულ რეალობაში ქართული გეოპოლიტიკური ხაზის გატარებაზე ახლო წარსულში არაერთგზის გვისაუბრია. ამჯერად მხოლოდ იმის მოკლე კონსტატირებით შემოვიფარგლებით, რომ საგარეო-პოლიტიკური ჩარჩო ფორმატით განსაზღვრული პრიორიტეტების პირობით, ეს ხაზი, შეძლებისდაგვარად, ეროვნულად ეგოცენტრისტული უნდა იყოს.
სხვაგვარად თუ ვიტყვით, აღნიშნული ეგოცენტრიზმის მამოძრავებელია:
(1) ქართული სახელმწიფოსათვის კრიტიკულად მთავარი „მეტი ეროვნული უსაფრთხოების, მეტი ეკონომიკური სიკეთის“ ფორმულიდან გამომდინარე ინტერესების სხვათა ინტერესებზე პრიმატი - სადაც კი ეს დასაშვებია;
(2) ამავე ფორმულით განპირობებული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტერესების სხვათა ინტერესებთან თანწყობა - მაქსიმალურად, სადაც კი ეს შესაძლებელია“, - წერს ყიფიანი სოციალურ ქსელში.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი