პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭურა.კანონპროექტის საარგებლოდ ხმა 76 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა.
რაც შეეხება ე.წ. აგენტების შესახებ მეორე კანონპროექტს - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, ის პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე არ განუხილავთ, შესაბამისად მისი კენჭისყრა ვერ შედგა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი წარდგენილია „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების: - სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი