მთავრობის სხდომაზე „საქართველოს მუნიციპალიტეტებში მწვანე ნარგაობათა შერჩევის, დარგვისა და მოვლის პირობების“ შესახებ განკარგულების პროექტი მიიღეს.
2023-03-13 18:01:53
მთავრობის სხდომაზე „საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) მწვანე ნარგაობათა შერჩევის, დარგვისა და მოვლის პირობების“ შესახებ განკარგულების პროექტი მიიღეს.
- აღნიშნულ პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტებში ურბანული ტერიტორიების გამწვანების ერთიანი და გამართული სისტემის დანერგვას მწვანე ნარგავების შერჩევის, დარგვისა და მოვლის პირობების გათვალისწინებით.
- საქართველოს დასახლებულ ადგილებში მწვანე საზოგადოებრივი სივრცეების ნაკლებობაა,თუმცა, ბოლო პერიოდში, მეტი ყურადღება ექცევა რეკრეაციული ზონების მოწყობის აუცილებლობას. ურბანულ გარემოში რეკრეაციული სივრცეების შექმნით, ახალი პროექტიხელს შეუწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხისგაუმჯობესებას.
- აღსანიშნავია, რომ, დღეისათვის, მუნიციპალიტეტებს, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, ურბანული ტერიტორიების გამწვანებისთვის ერთიანი სრულყოფილი სისტემა არ გააჩნიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა, ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე, მოამზადეს ურბანულ სივრცეებში გამწვანებისთვის გამოსაყენებელი მცენარეების სახეობათა სია. სამუშო პროცესში ჩართული იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტისა დათბილისის ბოტანიკური ბაღის სპეციალისტების. ყველა რეგიონისთვის შეირჩა დასარგავადგანსაზღვრული როგორც კულტივირებული და დეკორატიული, ასევე ადგილობრივი სახეობისმცენარეები, თითოეული რეგიონის მიკროკლიმატის გათვალისწინებით. აღნიშნულ ნუსხაში არ შედის მცენარეთა ის სახეობები, რომელთა დარგვა შესაძლოა არასასურველი იყოს ინვაზიური, ტოქსიკური თუ სხვა მიზეზების გამო. არსებული პროექტის ფარგლებში, ასევე შემუშავებულია შერჩეული მცენარეების დარგვისა და მოვლის პირობების შესახებ რეკომენდაციები.
- არსებული პროექტის ფარგლებში, ასევე შემუშავებულია შერჩეული მცენარეების დარგვისა და მოვლის პირობების შესახებ რეკომენდაციები.