USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მშენებლობის დარგში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 5.7 %-ით შემცირდა

მშენებლობის დარგში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 5.7 %-ით შემცირდა

2023-04-06 11:14:48

საქსტატის ცნობით, 2023 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9 %-ით შემცირდა. 

აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.7 %-იანი კლებით, რამაც -0.9 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 4.7 %-ით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 5.4 %-იანი ზრდით, რამაც 3.09 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2023 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსები წინა თვესთან და 2022 წლის თებერვალთან შედარებით, ასევე ინდექსების ფორმირებაში მონაწილე ხარჯების კატეგორიების შესაბამისი წვლილები.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები