სასტუმროების ქსელ „მგზავრებისა“ და ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანიის „ჰოუმმეიდის“ ერთობლივი პროექტის „მგზავრების უბანი საგურამოში“ მშენებლობის მეორე ეტაპი და გაყიდვები დაიწყო. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „სასტუმროების ქსელი მგზავრების“ დირექტორის მოადგილემ მადლენა მანუსაჩიანმა განუცხადა.
„მგზავრების უბანი საგურამოში“ დასრულებულია და სრულადაა გაყიდული. მეორე ფაზა დაიწყო გაყიდვების. კომპანია იწყებს თავისუფალი მიწის ნაკვეთების განვითარებას და შესაბამისად, გაყიდვებს. ამ ეტაპზე უკვე გავაკეთეთ კორტები, ფეხბურთის მოედანი, ფუნქციონირებს აუზი, გაიხსნა რესტორანი კარი“, - ამბობს მადლენა მანუსაჩიანი.
რაც შეეხება პროექტის მეორე ეტაპს, როგორც კომპანიის დირექტორის მოადგილე ამბობს, ამ დროისთვის ინფრასტრუქტურის 90% დასრულებულია და პირველი ქუჩა შესახლებულია.
მეორე ეტაპის გაყიდვები აქტიურია. პროექტის მიხედვით აშენდება 50 სახლი. მინიმალური ფართის სახლის ღირებულება 63 ათასი დოლარია, პროექტში შედის მიწის ნაკვეთით. მშენებლობის მეორე ეტაპის ფარგლებში ამ დროისთვის შენდება 5 სახლი, გაყიდულია 10პროექტის დასრულება 2026 წელს იგეგმება. პროექტში სახლებს ძირითადად საქართველოს მოქალაქეები ყიდულობენ, ხოლო 10%-ს შეადგენენ უცხოელები. არის ინტერესი ემიგრანტებისგანაც“, - აცხადებს კომპანიის დირექტორის მოადგილე.
„მგზავრების უბანი საგურამოში“ 5 ჰექტარზეა განთავსებული.
„აქედან 3 ათასი კვადრატი ეთმობა რეკრეაციასა და ინფრასტრუქტურას. ამ დროისთვის აშენებულია და გაყიდულია 50 სახლი და კიდევ 50-ის აშენება იგეგმება, რომლის მშენებლობაც სექტემბერში დაიწყება. 1 კვადრატულის ფასი $800-დან იწყება, რაშიც შედის ფასადის დასრულება, გამწვანება და საპარკინგე ადგილი“, - ამბობს კომპანიის დირექტორის მოადგილე.
საგურამოში $8-მლნ-იანი ინვესტიციით პრემიუმ კლასის დასახლება მოეწყობა 2021 წელს დაიწყო.
„მგზავრების“ სასტუმროების ქსელი უკვე 13 წელია ადგილობრივ ბაზარზეა. სასტუმროს ტიპის აპარტამენტების კონცეფცია საქართველოში პირველად სწორედ „მგზავრებმა“ წარადგინა. კომპანიის სტრატეგია, საქართველოს პოპულარულ კურორტებზე 5 ვარსკვლავიანი ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა, სასტუმროს ნომრების რეალიზაცია და სასტუმროს მენეჯმენტია.
უახლესი