USD 2.8746

EUR 3.0252

TRY 0.0827

GBP 3.6438

RUB 0.027011

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
MERAKI თბილისში ახალ ფილიალს ხსნის

MERAKI თბილისში ახალ ფილიალს ხსნის

2024-10-21 18:00:00

ტანსაცმლისა და აქსესუარების ქართული ბრენდი MERAKI მალე თბილისში კიდევ ერთ ფილიალს გახსნის.

„მერაკის" დამფუძნებელი, დიზაინერი ანუკა გვენცაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ ბრენდს მიმდინარე სეზონზე ბევრი სიახლე აქვს და მათ შორის ასორტიმენტის გაფართოებასთან ერთად ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს.

„ვფართოვდებით და მალე ახალ ფილიალს გავხსნით თბილისში, „ფაბრიკის“ მიმდებარედ, რომელიც არსებულზე 4-ჯერ დიდი იქნება, სადაც მომხმარებელს პროდუქციას შევთავაზებთ.

მომხმარებელს ვპირდებით მაქსიმალურ კომფორტს, პროდუქციაზე დიდი არჩევანს და ლამაზ სივრცეს, რაც შესყიდვების პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის“, - ამბობს ბრენდის მფლობელი და დიზაინერი.

„მერაკი“ (MERAKI) ხელნაკეთი ჩანთების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბრენდია.

როგორც ქართულიო ბრენდის დამფუძნებელი აღნიშნავს, სიტყვა "მერაკი" ბერძნულია და შენ საქმეში შენი ნაწილის ჩადებას და მთელი გულით კეთებას ნიშნავს. აქ თითოეული პროდუქტი სიყვარულითაა დამზადებული.

MERAKI-ის მაღაზია თბილისში, პეკინის 23-ში მდებარეობს.

კომპანიის სამომავლო გეგმაშია ექსპორტიც, რაზეც მუშაობა დაწყებულია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები