USD 2.8746

EUR 3.0252

TRY 0.0827

GBP 3.6438

RUB 0.027011

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომპანიის გაყიდვები 32%-ითაა გაზრდილი - „ელპლუსი“

კომპანიის გაყიდვები 32%-ითაა გაზრდილი - „ელპლუსი“

2024-10-23 13:00:00

სახანძრო უსაფრთხოების სისტემების კომპანია „ელპლუსი“, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 19 წელია ოპერირებს ახალი საწარმოს მშენებლობასა და ექსპორტზე გასვლას გეგმავს.

Business Insider Georgia-სთან „ელპლუსის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი ვაკო საღირაშვილი ამბობს, რომ 2024 წელი გაყიდვების თვალსაზრისით კომპანიისთვის წარმატებულია. 

„ჯამურად კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია 7 თვის ჭრილში 32%-ითაა გაზრდილი.  

ვგეგმავთ დიზაინის განახლებას და უფრო მრავალფეროვანი პროდუქციით შევალთ ბაზარზე“, - აცხადებს „ელპლუსის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი. 

მისი თქმით, კომპანიის ძირითადი მიზანია, გარე ბაზრებზე გასვლა. ეს არის სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი და ა.შ. 

„უახლოეს პერიოდში ჩვენ ვგეგმავთ საწარმო ხაზის გაფართოებას. ახალი საწარმოსთვის 20 მილიონის ფარგლებში უკვე დამტკიცებულია საკრედიტო ხაზი. ჩართულია EBRD, რომლის დახმარებითაც უახლოეს პერიოდში განვახორციელებთ დიდ პროექტს. წარმადობა რამდენჯერმე გაიზრდება. როდესაც ვგეგმავთ ექსპორტს მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი უნდა დავიცვათ. ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნას მაქსიმალურად ვაკმაყოფილებთ, თუმცა გარე ბაზრისთვის ეს სიმძლავრე საკმარისი არ არის“,- ამბობს Business Insider Georgia-სთან „ელპლუსის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი ვაკო საღირაშვილი.

მისი ინფორმაციით, ახალი საწარმოს ასაშენებლად ტერიტორია უკვე მოძებნეს და ახლა სახელმწიფო უწყებებისგან ელიან შესყიდვაზე თანხმობას. 

„საწარმო თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვება, რაც წარმადობას გაზრდის. თუ ახლა დღეში 50 ცეცხლგამძლე კარს ვაწარმოებთ, შესაძლებელია წარმადობა გაიზარდოს 500 კარამდე. მაგალითად დღეს თუ მასალიდან გვრჩება უფრო მეტი ნარჩენი, თანამედროვე დანადგარებით შესაძლებელია უფრო ნაკლები დანახარჯებით წარმოება. ჩვენი მიზანია, რომ 2025 წლის ბოლომდე საწარმო გაუშვათ“, - ამბობს ვაკო საღირაშვილი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები