2023 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2 თვის განმავლობაში Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 688,179 ტონა ტვირთი გადაზიდა.
საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-ი. იანვარ-თებერვალში ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 347,069 ტონა ტვირთს მოემსახურა.
ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა, ლუქსემბურგის სატვირთო ავიაგადამზიდავი Cargolux Airlines-ი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით იანვარ-თებერვლის განმავლობაში 241,091 ტონა ტვირთი გაატარა.
2 თვის სტატისტიკური მაჩვენებლებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა თურქული ავიაკომპანია MNG Airlines-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 232,791 ტონა ტვირთი გადაზიდა.
რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ესპანური სატვირთო ავიაგადამზიდავი Swiftair-ი, რომელიც 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე 91,088 ტონა ტვირთს მოემსახურა.
მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:
Turkish Cargo;
Georgian Airlines-ი;
Cargolux Airlines-ი;
MNG Airlines-ი;
Swiftair-ი.
ამავე თემაზე:
უახლესი
6 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება6 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში