საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შედეგების პრეზენტაციას უმასპინძლა. ღონისძიებაზე ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერის 5 წელი და ის პროექტები შეჯამდა, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.
მსოფლიო ბანკის ფინანსური ხელშეწყობით, 2018 წლიდან დღემდე ჯამურად დაფინანსდა 186 პროექტი და შეიქმნა 3000 მეტი სამუშაო ადგილი. სასიხარულო ფაქტია, რომ ქართული სტარტაპებიგანაგრძობენ განვითარებასა და ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის წარმოჩენას გლობალურბაზარზე.
ქართული სტრატაპების წარმატებასა და განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე მეტყველებსფინანსური ინდიკატორები. ჯიტას მიერ დაფინანსებული სტარტაპების შემოსავლები 120 მილიონლარს აღწევს, როდესაც მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა 32 მილიონი ლარია. განსაკუთრებით გასახარია, რომ ეს შემოსავლები მიღებულია უშუალოდ პროდუქტებისა დამომსახურების რეალიზაციით და ამ 120 მილიონში არ შედის სტარტაპების მიერ მოზიდულიინვესტიციები.
პრეზენტაციაზე ავთანდილ კასრაძემ ყურადღება გაამახვილა ინოვაციების ეკოსისტემისგანვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე- კერძო ინვესტორების ჩართულობასადა ქართული სტარტაპების დაფინანსებაზე. ახლად ჩამოყალიბებულ სტარტაპ ეკოსისტემაში კერძოსექტორისგან მიღებულმა ფინანსურმა სარგებელმა 450 მილიონ ლარს მიაღწია, რაც სტარტაპ ეკოსისტემის სწრაფ ზრდაზე მეტყველებს.
ღონისძიებაზე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ სხვადასხვა ნომინაციაში გამორჩეული სტარტაპები გამოჰყო და დააჯილდოვა:
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი