USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„შოკოტელამ“ გაყიდვაში სააღდგომო ბოქსები ჩაუშვა

„შოკოტელამ“ გაყიდვაში სააღდგომო ბოქსები ჩაუშვა

2023-04-11 15:01:18

ხელნაკეთი არტ შოკოლადის ბუტიკი „შოკოტელა“ გაფართოებას გეგმავს და სექტემბერში თბილისში უკვე ორი ბუტიკით იქნება წარმოდგენილი.

როგორც Business Insider Georgia-ს „შოკოტელას“ მფლობელმა  მარიამ კაპანაძემ განუცხადა, დღემდე „შოკოტელაში“ 200 ათასი ლარის ინვესტიცია აქვს ჩადებული და ცდილობს, რომ მომხმარებელი ახალ-ახალი შეთავაზებებით გაანებივროს.

„მაინც სეზონური ბიზნესია, რომელიც დღესასწაულებზე განსაკუთრებით აქტიურია, თუმცა ყოველდღიური საცალო გაყიდვებიც მაღალია“,  - ამბობს მარიამ კაპანაძე.

მისი თქმით, სააღდგომოდ „შოკოტელამ“ მომხმარებლებს თემატური კოლექცია შესთავაზა. ესენია კვერცხები და ასევე ბოქსები, რომელშიც კვერცხის და ბაჭიების ფორმის ბომ ბონებია. 

„დავამატეთ სააღდგომო ბოქსები, რომელშიც პატარა ბაჭიები და კვერცხებია და რომელიც გაყიდვაში დღეიდან ჩაეშვება. ასევე გვაქვს 5 დიზაინის კვერცხი და თითო დიზაინში 3 სხვადასხვა ზომაა. 
ფასები კი ზომის მიხედვითაა და 44.95 ლარიდან 84.95 ლარამდე იცვლება. 

ძალიან მიყვარდა ბავშვობიდან შოკოლადი და მომხმარებლის დონეზე სულ ვეძებდი ხარისხიან პროდუქტს, ეს იქნებოდა საჩუქრად თუ პირადი მოხმარებისთვის. ამიტომ გადავწყვიტე ასეთი პროდუქტი თავად შემექმნა და ბაზარზეც გამეტანა. 

ჩვენ გვაქვს სხვადასხვა გემოს ბომ ბონები, თუმცა მაინც მოთხოვნადად ბავშვებისთვის საყვარელი გემოები ითვლება. გემოები, რომლებიც ბავშვებს უყვართ და ბავშვებში ძალიან პოპულარულია. რეალურად მოთხოვნადია ყველა ზომის ბოქსი, ასევე ფილები. გვაქვს ასევე შოკოლადის და თხილის კარაქები და სეზონურად, დღესასწაულებზე ვქმნით სხვადასხვა კოლექციებს. ამჟამად შექმნილი გვაქვს სააღდგომო კოლექცია: შოკოლადის ფერადი კვერცხები. სეზონურად ვამატებთ ისეთ პროდუქციას რომელიც ჩვეულებრივ დროს არაა“, - ამბობს მარიამ კაპანაძე.

მისი თქმით, „შოკოტელას“ მომხმარებელთა პალიტრა საკმაოდ მრავალფეროვანია. 

„მომხმარებლები ქართველებთან ერთად არიან უცხოელებიც. ყველანაირი მომხმარებელი გვყავს. ქართველებს ძირითადად საჩუქრად უნდათ, ხოლო უცხოელებს ქვეყნიდან გასატანად“, - ამბობს „შოკოტელას“ დამფუძნებელი.

რაც შეეხება პროდუქციას, შოკოლადი ბელგიურია. „ყველაფერი არის ნატურალური, პროდუქტი და არ შეიცავს ემულგატორებს“, - აცხადებს მარიამ კაპანაძე.

მისი თმით, 2022  წელს „შოკოტელამ“ 1 ტონა შოკოლადი გადაამუშავა. 

„შოკოტელაში“ ამ დროისათვის 8 ადამიანია დასაქმებული. 

„კადრების პრობლემა ყველგანაა საქართველოში, მით უმეტეს პროფესიონალების. როდესაც ადამიანი მოდის თავად ვასწავლი“, - ამბობს „შოკოტელას“ მფლობელი. 

„შოკოტელას“ პროდუქციის გამოძახება შესაძლებელია  ვოლტის, ბოლტის და გლოვოს აპლიკაციებით.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები