USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში წმინდა ცეცხლს Georgian Airways-ის თვითმფრინავით ჩამოიტანენ

საქართველოში წმინდა ცეცხლს Georgian Airways-ის თვითმფრინავით ჩამოიტანენ

2023-04-13 14:00:37

საქართველოში წმინდა ცეცხლს ტრადიციულად ავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავით ჩამოიტანენ.

წმინდა ცეცხლს საქართველოში სხვა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად Georgian Airways-ის რეგულარული სამგზავრო რეისით ჩამოიტანენ.

ირკვევა, რომ Georgian Airways-ის 15 აპრილის რეგულარული ფრენის დროები შეიცვლება და ბორტი თელ-ავივის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 19:50 საათზე აფრინდება, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 23:20 საათზე ჩამოფრინდება და წმინდა ცეცხლს ჩამოიტანს, რომელიც შემდეგ საქართველოს ყველა ტაძარში გადანაწილდება.

წმინდა ცეცხლის გარდმოსვლა მაცხოვრის საფლავის ტაძარში, იერუსალიმში, დიდ შაბათს, მართლმადიდებლური აღდგომის წინადღეს ხდება. კუვუკლიიდან ცეცხლის გარდამოსვლა გამოხატავს საფლავიდან გადმოსულ „ნათელ ჭეშმარიტს“, ესე იგი იესო ქრისტეს აღდგომას.

ამჟამად, ცერემონიას ასრულებენ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის იერუსალიმის პატრიარქის, კოპტური და სირიული ეკლესიების მღვდელთმსახურნი.

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის სანახავად და მაცხოვრის საფლავის თაყვანსაცემად იერუსალიმში მომლოცველები მრავალი ქვეყნიდან ჩადიან და მოუთმენლად ელიან ამ სასწაულის კვლავ განმეორებას, შემდეგ ათასობით მორწმუნენი ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებენ.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები