„ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ (GOGC) მონაცემებით, 2022 წელს, საქართველოში 39.1 ათასი ტონა სასაქონლო ნავთობი მოიპოვეს.
2021 წელს მოპოვებული ნავთობის მოცულობამ 35.3 ათასი ტონა შეადგინა.
„ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ (GOGC) მონაცემებით, მოპოვებული ნავთობიდან 22.06 ათასი ტონა ინვესტორების, 17.04 ათასი ტონა კი, სახელმწიფოს წილი იყო.
სახელმწიფოს მისი წილი ნავთობი აუქციონზე გამოაქვს გასაყიდად.
ამასთან, საქართველოში მოპოვებული ნავთობი Georgian Light-ის და Georgian Heavy-ს ტიპისაა.
რაც შეეხება საქართველოში სასაქონლო გაზის მოპოვების მაჩვენებელს, 2022 წელს ამ მაჩვენებელმა 14 მილიონი მ3/წ შეადგინა. აქედან 10 მილიონი მ3/წ ინვესტორების, ხოლო 4 მილიონი მ3/წ სახელმწიფოსი იყო.
ცნობისათვის, საქართველოში ნავთობის მოპოვება რეკორდულ ნიშნულზე 2009 წელს დაფიქსირდა, ხოლო გაზის მოპოვების პიკური მაჩვენებელი 2021 წელს იყო.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი