USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2 აპრილიდან ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2 აპრილიდან ახალ პროექტს იწყებს

2023-04-02 19:36:23

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2 აპრილიდან ახალ პროექტს იწყებს. ჩვენი სოციალური მედიის საშუალებით, გეძლევათ შესაძლებლობა თვალი ადევნოთ ქართველი ფეხბურთელების საკლუბო მატჩებს. ამ ეტაპისთვის უკვე ცნობილია, რომ მიმდინარე საფეხბურთო სეზონის ბოლომდე ჩვენ ოფიციალურ ვებგვერდზე იხილავთ გურამ კაშიას, გიორგი ჩაკვეტაძისა და ჯაბა კანკავას ბრატისლავის "სლოვანის" ყველა შეხვედრას სლოვაკეთის ჩემპიონატის ფარგლებში.

მოლაპარაკებები აქტიური ფაზაშია და უახლოეს პერიოდში ჩვენ პლატფორმას კიდევ რამდენიმე ევროპული ჩემპიონატი დაემატება, სადაც საქართველოს ნაკრების წევრები და კანდიდატები თამაშობენ. მატჩების წინასწარ ანონსს ეროვნული გუნდის ვებგვერდზე, nakrebi.ge-ზე იხილავთ

💬 დავით მუჯირი (საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის გენერალური მდივანი): "ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვმუშაობთ ამ პროექტზე. გვსურს, რომ როგორც ინტერნეტ პლატფორმაზე, აგრეთვე ტელევიზიით, ფეხბურთის გულშემატკივრებმა რაც შეიძლება მეტი შეხვედრა ნახონ ქართველი ფეხბურთელების მონაწილეობით. ამ ეტაპზე ვიწყებთ სლოვაკეთის ჩემპიონატით, მალე კიდევ რამდენიმე ჩვენი ლეგიონერის საკლუბო მატჩი  დაგვემატება. ამ პროექტის ფარგლებში გვსურდა მაქსიმალურად ბევრი მატჩის ჩვენება, ამიტომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება.

ახალი სეზონიდან პროექტი კიდევ უფრო მეტ მასშტაბს შეიძენს. რა თქმა უნდა, საუბარია ჩვენ პლატფორმაზე იმ ჩემპიონატების მატჩების ჩვენებაზე, რომელთა საავტორო უფლებებს საქართველოს ტერიტორიაზე არც ერთი კომპანია არ ფლობს. შესაბამისი ტექნიკური ჯგუფი პროექტის დასაწყებად უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს და დარწმუნებული ვარ ქართველი გულშემატკივრისთვის ეს სასიამოვნო სიახლე იქნება. უფრო მეტ ინფორმაციას ჩვენ გეგმებთან დაკავშირებით მოგვიანებით მივაწვდით ფეხბურთის გულშემატკივრებს".

2 აპრილი | 19:30 | სპარტაკი ტრნავა - სლოვანი ბრატისლავა

მატჩს იხილავთ სატესტო რეჟიმში და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები