სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, საჯარო მმართველობის იმპლემენტაციის ფარგლებში, საპენსიო სააგენტოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ჩართულობით საპენსიო სააგენტოში დაინერგება ხარისხის მართვის ევროპული მოდელი - „შეფასების ერთიანი სისტემა“ (CAF).
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდება. შეფასების ერთიანი სისტემა ხელს შეუწყობს მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული სერვისების შექმნას, ხელმისაწვდომობის გაზრდას და ხარისხის უზრუნველყოფას.
სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ - ქეთევან ბეთლემიძემ და საპენსიო სააგენტოს დირექტორმა - გიორგი დანელიამ.
ქვეყანაში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, საქართველოში პირველად შეიქმნა და მთავრობამ დაამტკიცა სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022 – 2025 წლების ერთიანი სტრატეგია.
რეფორმის მიზანია, მომხმარებლისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდების კიდევ უფრო გამარტივება და ხელმისაწვდომობის გაზრდა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი